სისხლის ცუდი მიმოქცევა გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც რიგი პირობები იწვევს. პერიფერიული არტერიების დაავადება (PAD), დიაბეტი, სიმსუქნე, თამბაქოს მოწევა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი სისხლის ცუდი მიმოქცევის ერთ–ერთი მიზეზებია.
სისხლის ნაკადის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, კუნთების სპაზმი, გაშეშება და საჭმლის მონელების პრობლემები. ასევე კიდურების გაციება, სისხლძარღვების ბადის და ვარიკოზის განვითარება.
Vivien გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომელთა მიღება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
1. კაიენის წიწაკა
კაიენის წიწაკას მძაფრ გემოს კაპსაიცინი ანიჭებს, რომელიც ქსოვილებში სისხლის ნაკადს ზრდის და არტერიულ წნევას ამცირებს. შედეგად, აზოტის ოქსიდის და სხვა სისხლძარღვების გამაფართოებელი ნაერთების გამოყოფას სტიმულირებს. ასევე ვენებსა და არტერიებში სისხლის მოძრაობას ამარტივებს, სისხლძარღვების კედლებში პატარა კუნთებს ადუნებს.
2. ბროწეული
ბროწეული წვნიანი და ტკბილი ხილია, რომელშიც შედის ბევრი პოლიფენოლი, ანტიოქსიდანტი და ნიტრატი, რომლებიც სისხლძარღვებს აფართოებენ. ბროწეულის მცირე რაოდენობის რეგულარულად მიღება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთოვან ქსოვილებს ჟანგბადით ამდიდრებს.
3. ხახვი
ხახვი ფლავონოიდური ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, რომლებიც გულისთვის სასარგებლოა. ბოსტნეული სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, არტერიებს და ვენებს სისხლის ნაკადის გაზრდისას გაფართოებაში ეხმარება. ასევე ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რომლებიც სისხლის მიმოქცევას და გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებენ, ვენებსა და არტერიებში ანთებას ამცირებენ.
4. ცეილონის დარიჩინი
დარიჩინი არომატული სანელებელია, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორისაა სისხლის მიმოქცევის გააქტიურება. კვლევამ აჩვენა, რომ დარიჩინს არტერიული წნევის ეფექტურად შემცირება და სისხლძარღვების მოდუნება შეუძლია. რეგულარული მიღებით სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს.
5. ნიორი
ნიორი გულის ჯანმრთელობასა და სისხლის მიმოქცევაზე დადებითი გავლენით კარგად ცნობილია. კვლევამ აჩვენა, რომ ნიორი, განსაკუთრებით მისი გოგირდის ნაერთები, რომლებიც ალიცინს შეიცავენ, ქსოვილებში სისხლის ნაკადს ზრდიან. შედეგად, არტერიული წნევა მცირდება და სისხლძარღვები დუნდება.
6. ცხიმიანი თევზი
ცხიმიანი ზღვის თევზი, როგორიცაა ორაგული, ქაშაყი და სკუმბრია, ომეგა 3–ს შესანიშნავი წყაროა. განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისთვის, რადგან სისხლძარღვების გამაფართოებელი აზოტის ოქსიდის გამოყოფას ხელს უწყობს.
ასევე ხელს უშლის თრომბოციტების სისხლში დაგროვებას, რომელთაც თრომბის გამოწვევა შეუძლიათ.
7. ჭარხალი
ბევრი სპორტსმენი ჭარხალს მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად იღებს. ეს იმიტომ, რომ ჭარხალი დიდი რაოდენობით ნატურალურ ნიტრატს შეიცავს, რომლებიც სხეულში აზოტის ოქსიდად გარდაიქმნებიან. აზოტის ოქსიდი სისხლძარღვებს აფართოებს და კუნთოვან ქსოვილებში სისხლის ნაკადს ზრდის.
ჭარხლის წვენი კუნთოვან ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას აუმჯობესებს, სისხლის ნაკადს სტიმულირებს და აზოტის ოქსიდის დონეს ზრდის. ჭარხალი სპორტსმენების გარდა სისხლის მიმოქცევის დარღვევისას ხანდაზმულებსაც ეხმარება.
8. კურკუმა
სისხლის მიმოქცევის გაზრდა კურკუმას ერთ–ერთი უპირატესობაა. როგორც ტრადიციული აიურვედული, ასევე ჩინური მედიცინა კურკუმას უძველესი დროიდან სისხლძარღვების გასაფართოებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად იყენებს.
9. მწვანილი
მწვანე ფოთლები შეიცავს ბევრ ნატურალურ ნიტრატს, რომლებიც აზოტის ოქსიდად გარდაიქმნებიან. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულს რეგულარულად იღებენ, უფრო დაბალი არტერიული წნევა და გულის დაავადებების განვითარების დაბალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ამას არ აკეთებს.
10. ციტრუსი
ციტრუსი სავსეა ანტიოქსიდანტებით, მათ შორის ფლავონოიდებით. შედეგად, ორგანიზმში ანთებას ამცირებენ. ასევე არტერიულ წნევას და არტერიების სიხისტეს ამცირებენ, ამასთან სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ. გარდა ამისა, ციტრუსის რეგულარული მიღება, როგორიცაა ლიმონი და გრეიფრუტი, არტერიულ წნევას და ინსულტის განვითარების რისკს ამცირებს.
11. კაკალი
კაკალი მდიდარია სასარგებლო ნაერთებით, როგორიცაა L-არგინინი, ალფა–ლიპოური მჟავა (ALA) და E ვიტამინი, რომლებიც აზოტის ოქსიდის წარმოებას ხელს უწყობენ.
კაკლის მიღება არტერიულ წნევას ამცირებს, სისხლძარღვების ფუნქციებს აუმჯობესებენ და ანთებას ამცირებენ, რაც დიაბეტიკებისთვის სასარგებლოა. დიაბეტიკებს სისხლის მიმოქცევის პრობლემები და მაღალი არტერიული წნევა ხშირად აწუხებთ, რასაც სისხლში შაქრის უკონტროლო დონის გამო სისხლძარღვების დაზიანება იწვევს.
12. პომიდორი
პომიდორი ამცირებს ანგიოტენზინ–მაკონვერტირებელი ფერმენტის აქტივობას, რომელიც სისხლძარღვებს შევიწროებას აიძულებს. პომიდვრის მიღება სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
13. კენკრა
კენკრა განსაკუთრებით სასარგებლოა: მას ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება სისხლძარღვები დააზიანოს და არტერიული წნევა გაზარდოს, რამაც შეიძლება სისხლის მიმოქცევის პრობლემები გამოიწვიოს.
კვლევამ აჩვენა, რომ კენკრის მიღება არტერიულ წნევას და გულისცემის სიხშირეს ამცირებს.
14. კოჭა
კოჭა ინდოეთსა და ჩინეთში ათასწლეულების განმავლობაში ტრადიციული მედიცინის მთავარ პროდუქტად ითვლება. კოჭა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ფიზიკური აქტივობის გაზრდა სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს და სისხლძარღვების გაფართოებას აუმჯობესებს. გარდა ამისა, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.
ჭარბი წონა სისხლის მიმოქცევაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და შეიძლება სახიფათო გართულებები გამოიწვიოს, როგორიცაა არტერიებზე ნალექის დაგროვება.
განსაკუთრებით რეკომენდებულია ყოველდღე 1-2 ლ სითხის მიღება სისხლის გასათხელებლად.