ჯანმრთელობის რეცეპტები: მელისყურას სამკურნალო თვისებები

1578
ჯანმრთელობის რეცეპტები: მელისყურას სამკურნალო თვისებები
ჯანმრთელობის რეცეპტები: მელისყურას სამკურნალო თვისებები

შემოდგომა – სოკოს დროა და სოფლის მაცხოვრებლებს შორის „მშვიდ ნადირობას“ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. იცით თუ არა რა სამკურნალო თვისებებს ფლობენ ჩვენს ტყეებში გავრცელებული სოკოები? მაგალითად, ყველასთვის ცნობილი მელისყურა.

ეს სოკო არა მხოლოდ კვებითი, არამედ სამკურნალო კუთხითაც ძვირფასია. მას ანთებისსაწინააღმდეგო, იმუნიტეტის ასამაღლებელი, ბაქტერიციდული, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ის ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას ხელს უწყობს, ტუბერკულოზის ჩხირების ზრდას აფერხებს, სასარგებლოა ცუდი მხედველობის დროს (მათ შორის ე.წ. „ქათმის სიბრმავის“ დროს – სიბნელის ან ცუდი განათების დროს მხედველობის გაუარესება).

ხალხურ მედიცინაში სოკოს პარაზიტული ჭიების საწინააღმდეგოდ იყენებენ. სოკოში შემავალი ჰიტინმანოზისა და ბეტა-გლუკენი სხვადასხვა სახის პარაზიტებს უარყოფითად მოქმედებს და არა მხოლოდ მათ, არამედ მათ კვერცხებსაც ანადგურებს. ამ სოკოს ღვიძლის, პანკრეასის, ანგინის, ფარინგიტის, ჩირქოვანი ჭრილობის და აბცესების სამკურნალოდ იყენებენ.

თუმცა სოკოს სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების დროს და მარილის მოქმედებით ქრება, სწორედ ამიტომ სამკურნალოდ მხოლოდ ახალ დაკრეფილ და გამომშრალ სოკოს იყენებენ. მათ სპირტიანი ნაყენების, ზეთოვანი ექსტრაქტების, ფხვნილის მოსამზადებლად იყენებენ.

მელისყურას მიღება რეკომენდებული არაა: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადების დროს, ბავშვებში  წლამდე. სპირტიანი ხსნარის მიღება რეკომენდებული არაა ორსულობის და მეძუძური დედებისთვის. შესაძლოა ინდივიდუალური შეუთავსებლობა. სოკოზე დაფუძნებულ მედიკამენტებს ცალკე უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს.

ნაყენი ახალი მელისყურასგან

2 ს/კ დაქუცმაცებული სოკოს  150 მლ არაყი დაასხით, შეფუთეთ და ბნელ, გრილ ოთახში 2 კვირა შეინახეთ. არ გაფილტროთ! მიიღეთ ჰელმინთოზის დროს 2-3 კვირა, დღეში 2-ჯერ (დილით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და საღამოს ძილის წინ) 1 ჩ/კ.

ნაყენი გამომშრალი მელისყურასგან (რეცეპტი 1)

3 ს/კ გამომშრალ დაქუცმაცებულ სოკოს 0,5 ლ არაყი დაასხით, შეფუთეთ და ბნელ, გრილ ოთახში 10 დღე შეინახეთ. ყოველდღიურად ჭურჭელი შეანჯღრიეთ! არ გაფილტროთ! მიღების წინ შეანჯღრიეთ!

ჰელმინთოზის დროს მიიღეთ 3-4 კვირა, დღეში ერთხელ (ძილის წინ) 1 ჩ/კ. ღვიძლის დაავადების დროს (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტის დროს), ორგანიზმიდან ტოქსინების და რადიონუკლიდების გამოსადევნად, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ცუდი მხედველობის დროს მიიღეთ 3 თვის განმავლობაში შესვენების გარეშე, დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს) 1 ჩ/კ.

გარე გამოყენება შეიძლება თუ გაქვთ ძირმაგარა, აკნე, ჭრილობა, ასევე შეგიძლიათ წყალს დაუმატოთ ანგინის დროს ყელში გამოსავლებად (1-2 ს/კ 1 ჭიქა წყალში გახსენით).

მისი მიღება აკრძალულია თუ გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადება გაქვთ. არ მისცეთ ბავშვებს 12 წლამდე.

ნაყენი გამომშრალი მელისყურასგან (რეცეპტი 2)

2,5 ს/კ გამომშრალი დაქუცმაცებულ სოკოს 0,5 ლ არაყი დაასხით, შეფუთეთ და მაცივარში 2 კვირის განმავლობაში შეინახეთ, ყოველდღიურად შეანჯღრიეთ. არ გაფილტროთ!

ჰელმინთოზის დროს მიიღეთ 2-4 კვირის განმავლობაში, დღეში ერთხელ (ღამე) 2 ჩ/კ. ღვიძლის და პანკრეასის დაავადების დროს, მხედველობის გაუარესების, იმუნიტეტის ასამაღლებლად მიიღეთ 3 თვის განმავლობაში. დღეში 1-2-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ჩ/კ/. მიღების წინ შეანჯღრიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს