როგორ მოვაშოროთ ყვავილებს ჭიანჭველები თოკის დახმარებით

1360

ყოველწლიურად იორდასალამის ყვავილობას მოუთმენლად ველოდები. ეს ჩემი ფავორიტი ყვავილია. აგარაკზე 4 დიდ ბუჩქს ვზრდი: ნახევარი ვარდისფერია, მეორე ნახევარი – თეთრი. გაზაფხულის ბოლოს იორდასალამით მხოლოდ მე არ ვტკბები. კვირტების გამოჩენისთანავე ჭიანჭველებიც ჩნდებიან. წელს ერთხელ და სამუდამოდ მათი მოშორება გადავწყვიტე.

გამოცდილი მეყვავილეები ამბობენ, რომ ჭიანჭველები იორდასალამზე არაფერს ცუდს არ აკეთებენ. ჩვეულებრივი, კვირტების ტკბილი წვენით იკვებებიან, ყვავილს ზიანს არ აყენებენ. თუმცა ზოგჯერ ტკბილ წვენამდე მისაღწევად თავად კვირტებს კბენენ. სწორედ ამიტომ, სჯობს ბუჩქები ამ მწერებისგან დაიცვათ.

Vivien გთავაზობთ მარტივ ხრიკებს, რომელთა დახმარებით ჭიანჭველებს დააფრთხობთ.

როგორ მოვაშოროთ ყვავილებს ჭიანჭველები

თავდაპირველად, იორდსალამის ბუჩქი ნაზად შეანჯღრიეთ, რომ არსებული ჭიანჭველები ჩამოყაროთ. შეგიძლიათ ტოტები და კვირტები ცივ წყალში ჩადოთ, რომ მავნებლები მოაშოროთ.

ახლა ბუჩქის გარშემო პატარა თხრილი ამოთხარეთ. თოკი ან გრძელი ნაჭრის ზოლი არყის კუპრით გაჟღინთეთ და თხრილში ჩადეთ. შეგიძლიათ მსუბუქად მიწა მოაყაროთ.

სპეციფიკური სუნის მქონე კონსტრუქცია ჭიანჭველებს დააფრთხობს. იორდასალამის აყვავილებისთანავე შეგიძლიათ თოკი თხრილიდან ამოიღოთ.

რა აფრთხობს ჭიანჭველებს

ბუჩქის ქვეშ შეგიძლიათ მანანის ბურღული ან დარიჩინი დაყაროთ. ჭიანჭველები მანანის ბურღულის გემოს ვერ იტანენ, ხოლო დარიჩინის – სუნს. ნებისმიერ შემთხვევაში ყვავილებს მავნებლებისგან დაიცავთ.

რა თქმა უნდა, კვირტების გაშლის შემდეგ ჭიანჭველები იორდასალამს თავისით დატოვებენ, მაგრამ გირჩევთ სიტუაცია თვითნებაზე არ მიუშვათ. როგორც ცნობილია, პრობლემის თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე გადაჭრა. თქვენს ბაღში იორდასალამი იზრდება? როგორ ზრუნავთ მათზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს