ჩვენ ყველას გვაქვს უარყოფითი მხარეები და სისუტეები. მათი არ უნდა გვრცხვენოდეს, ეს სწორედ ისაა, რაც ადამიანებად გვხდის და არა რობოტებად. მიუხედავად ამისა, ყველას გვაქვს ერთი განსაკუთრებულად სუსტი ადგილი, ჩვენი აქილევსის ქუსლი, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე დიდ დისკომფორტს გვიქმნის. რა გავლენას ახდენს მასზე ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი?
ვერძი – თქვენი აქილევსის ქუსლი – ეს აღდგენის და ურთიერთობის ან მეგობრობის გაწყვეტის შემდეგ წინ სვლის უუნარობაა. როცა ვინმე თქვენ ტკივილს გაყენებთ, დიდხანს განადგურებული რჩებით.
კურო – თქვენი აქილევსის ქუსლი – ცვლილებებია. უპირატესობას ანიჭებთ, რომ ყველაფერი მუდმივი, ჩვეული და კარგად ნაცნობი იყოს, ამიტომ ადგილის და გარშემო სამყაროს ნებისმიერი ცვლილება თქვენს ჰარმონიას არღვევს.
ტყუპები – თქვენი აქილევსის ქუსლი – გრძნობების სიღრმე. თქვენი მინუსების და ცხოვრების ბნელი მხარის დამალვისკენ ხართ მიდრეკილი. თქვენ ისე ხართ განწყობილი მუდმივ მხიარულებასა და გართობაზე, რომ საკუთარ თავისთვის ღრმა გრძნობების მიცემის უფლება გავიწყდებათ.
კირჩხიბი – თქვენი აქილევსის ქუსლი – უარყოფა ან გატეხილი გული. სამყაროს იმდენ სიყვარულს უგზავნით, რომ ნაწილებად იმსხრევით, როცა თქვენ გრძნობას და ემოციას სათანადოდ არ პასუხობენ.
ლომი – თქვენი აქილევსის ქუსლი – ეს იყოთ დაუფასებელი და შეუმჩნეველი. თქვენ თავს ამაყ და უშიშარ ლიდერად თვლით. თუმცა დეპრესიაში ვარდებით, როცა ხვდებით ადამიანებს, რომელთაც თქვენ და თქვენი აზრი არ აინტერესებთ.
ქალწული – თქვენი აქილევსის ქუსლი – კონტროლის არ არსებობა. მოგწონთ, როცა სამყარო მოწესრიგებული და ორგანიზებულია და როგორც კი ქაოსში ხვდებით სევდა და სასოწარკვეთა გიპყრობთ.
სასწორი – თქვენი აქილევსის ქუსლი – ეს თქვენი ემპათიაა. თავს განსაკუთრებულად საშინლად გრძნობთ, როცა ვინმეს მოულოდნელად ემოციურ ტკივილს აყენებთ. თქვენ ჰარმონიისა და ბედნიერებისკენ ისწრაფით, სწორედ ამიტომ ვერ იტანთ, როცა ვინმე თქვენს გამო იტანჯება.
მორიელი – თქვენი აქილევსის ქუსლი – წარუმატებლობა და იმედგაცრუებაა. საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე დიდ ზეწოლას ახდენთ იმისთვის წარმატებას მიაღწიოთ. ჭკუიდან გადადიხართ, როცა რეალობა თქვენ მოლოდინს არ შეესაბამება.
მშვილდოსანი – თქვენი აქილევსის ქუსლი – ვინმეს კონტროლის ქვეშ ან ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის შეგრძნება. თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ყველაზე მეტად აფასებთ და პირდაპირ წყობილებიდან გამოდიხართ, როცა ვინმე თქვენს მოთოკვას ცდილობს.
თხის რქა – თქვენი აქილევსის ქუსლი – ცხოვრებაში მიღწევების ნაკლებობაა. დარწმუნებული ხართ, რომ ცხოვრებაში წარმატებისა და განსაცვიფრებელი კარიერისთვის ხართ განკუთვნილი და როცა რაღაც არ გამოგდით, საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ.
მერწყული – თქვენი აქილევსის ქუსლი – თქვენი ახლობელი და საყვარელი ადამიანები არიან. თქვენი ყველაზე დიდი შიშია მოულოდნლად ძვირფასი ადამიანების დაკარგვა.
თევზები – თქვენი აქილევსის ქუსლი – კრიტიკა და განსჯა. განსაკუთრებით თუ ეს თქვენს კრეატიულ და ორიგინალურ იდეებს ეხება. როცა სხვები თქვენზე და თქვენს შემოქმედებაზე უპატივცემულოდ საუბრობენ თავს გაღიზიანებულად განადგურებულად გრძნობთ.