კენკრის შენახვის მარტივი და სასარგებლო მეთოდი ხარშვის, ქილების და შაქრის გარეშე

3617

ადრე ზამთრისთვის კენკრის შენახვის ერთადერთ საშუალებად მურაბის მოხარშვა ითვლებოდა. ეს კი ხანგრძლივი პროცესია, ბევრი შაქარი სჭირდება. თან მურაბა ყველას არ უყვარს. რატომ უნდა დაიკარგოს თქვენი შრომა ტყუილად?

Vivien გთავაზობთ ზამთრისთვის კენკრის შენახვის ახალ მეთოდს, რომელიც უფრო მარტივი, სწრაფი და სასარგებლოა. რაც მთავარია, ბავშვები სიამოვნებით მიირთმევენ.

ამ მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი კენკრა:

  • ჟოლო
  • მარწყვი
  • ალუბალი
  • გარგარი

კენკრის მომზადების მეთოდი

  1. დაგჭირდებათ ბლენდერი და პლასტმასის კონტეინერები. შეგიძლიათ ერთჯერადი კონტეინერები გამოიყენოთ, შესაფერისი ზომა აქვთ და გამოსაყენებლად მოსახერხებელია.
  2. კენკრა გადაარჩიეთ, ყველა დაზიანებული და „უხარისხო“ კენკრა მოაშორეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ შრომას წყალში ჩაყრით. კენკრებს ყუნწებიც მოაშორეთ.
  3. ამის შემდეგ, ყველაზე ლამაზი და გემრიელი კენკრა გადაარჩიეთ და გვერდზე დადეთ.
  4. დანარჩენი კენკრა დააბლენდერეთ. შაქარი არ დაუმატოთ, განსაკუთრებით ისეთ ტკბილ კენკრას, როგორიცაა ჟოლო, მარწყვი ან ალუბალი. შაქარი შეგიძლიათ გემოვნებით დაუმატოთ.
  5. მთელი კენკრა კონტეინერებში გადაანაწილეთ, შემდეგ დაბლენდერებული ნარევი დაასხით.
  6. ჟოლოს ჟოლოს ნარევი დაასხათ, ხოლო მარწყვს – მარწყვის. თუმცა შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ. მაგალითად, ჟოლოს მარწყვის ნარევი დაასხით, ხოლო მარწყვს – ჟოლოს ნარევი.
  7. სავსე კონტეინერები საყინულეში მანამ შეინახეთ, სანამ მათ ჭამას არ გადაწყვეტთ.

დიდი ალბათობით, გაზაფხულამდე ერთი კონტეინერიც არ დარჩება, ბავშვები ამ კენკრის ნაყინზე გიჟდებიან.

ასეთი შენახული კენკრა კარგია ჩაიზე მისაყოლებლად, ბლინებთან, ოლადებთან ან უბრალოდ კარაქიან პურთან ერთად.

თქვენ როგორ ინახავთ კენკრას ზამთრისთვის? ასეთი მეთოდი ნაცადი გაქვთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს