დღეს Vivien გიამბობთ, თუ რომელი კაკალია სასარგებლო ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. გიზიარებთ საინტერესო კვლევის შედეგებს.
ბევრი ადამიანი მაღალი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად მედიკამენტებს იღებს. თუმცა წამლები ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით დიაბეტის განვითარების რისკს დიდ რისკს წარმოადგენს.
ყველაზე გავრცელებულია პრეპარატი სტატინები. მას სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს, როგორიცაა კუნთების სისუსტე, ტკივილი, ტვინის სერიოზული დაზიანების ალბათობა.
ახლახანს მეცნიერებმა აღმოაჩინეს საშუალება, რომელიც ამ პრობლემას სრულად აგვარებს. მას პირდაპირ ქოლესტერინის შემამცირებელი წამლების დიდი ბიზნესის დაშლა შეუძლია.
მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში სისხლში ქოლესტერინის დონეზე ბრაზილიური კაკლის გავლენა შეისწავლეს.
მოხალისეები იღებდნენ შემდეგ დოზებს: 0, 5, 20 და 50 გრ ბრაზილიური კაკალი (დაახლოებით 0, 1, 4 და 10 კაკალი). შემდეგ სხვადასხვა დროის მონაკვეთში ცუდი (LDL) და კარგი (HDL) ქოლესტერინის დონეებს ამოწმებდნენ.
კაკლის მიღებიდან 9 საათში ცუდი ქოლესტერინის დონე შემცირდა, ხოლო კარგი – გაიზარდა. ყველაზე საოცარია ის, რომ 1 ულუფა, 20 გრ ბრაზილიური კაკალი საკმარისი იყო.
შედარებისთვის: მედიკამენტს დაახლოებით 4 დღე სჭირდება, რომ სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება დაიწყოს და მისი მიღება ყოველდღე გვიწევს.
დაახლოებით 4-6 ბრაზილიურმა კაკალმა 9-24 საათის შემდეგ არა მხოლოდ LDL ქოლესტერინის დონე შეამცირა, არამედ ეს დონე 30 დღე შეინარჩუნა. სხვა სიტყვებით, ყოველდღიურად მედიკამენტების მიღების ნაცვლად, რომელსაც მავნე გვერდითი ეფექტები აქვს, საკმარისია თვეში ერთხელ 20-50 გრ ბრაზილიური კაკალი მიირთვათ.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კაკალში დიდი რაოდენობით შემავალი სელენი ცუდი ქოლესტერინის დონეს ეფექტურად ამცირებს, ასევე კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის.
სელენი ორგანიზმში ზუსტად 20 ფერმენტის ნაწილია, რომელთაც ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვთ. სელენი ორგანიზმს იცავს დეგენერაციული დაავადებებისგან, როგორიცაა დიაბეტი და სკლეროზი.
კაკალი მნიშვნელოვანია იმუნური და გულ–სისხლძარღვთა სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების პრევენციისთვის.
კვლევამ აჩვენა, რომ სელენის სხვა თვისება ორგანიზმის ცუდი ქოლესტერინისგან დაცვაა.
ბრაზილიური კაკალი სხვა, მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს. მაგალითად, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ცილები, მინერალები, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი, თუთია, რკინა, კალიუმი და სპილენძი, ასევე E და B6 ვიტამინები.
ბრაზილიური კაკალი ცუდი ქოლესტერინის შემამცირებელი სახიფათო მედიკამენტების მიღებისგან გადაგარჩენთ.