ძლიერი, შინაურული საშუალება ლიმფას, სისხლის მიმოქცევას და იმუნიტეტს ააქტიურებს

868

დღეს Vivien გთავაზობთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დეტოქსს სასმელს, რომლის ინგრედიენტები თავისი შესანიშნავი თვისებებით ცნობილნი არიან.

მათი დახმარებით ჯანმრთელობისთვის, ასევე დეტოქსიკაციისთვის სასარგებლო ნივთიერებების ეფექტურ ნარევს მიიღებთ. დეტოქს სასმელს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.

ეს საშუალება დაგეხმარებათ:

  1. საკვერცხეების სიმსივნის მკურნალობაში;
  2. მსხვილი ნაწლავის სიმსივნის პრევენციაში;
  3. დილის გულისრევის გასაქრობად;
  4. თავბრუსხვევის დროს;
  5. სურდოს და გრიპის მკურნალობასა და პრევენციაში;
  6. შაკიკის შემსუბუქებაში;
  7. მენსტრუაციული სპაზმების შემსუბუქებაში;
  8. ღვიძლის ბუნებრივად გაწმენდაში;
  9. ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას აფერხებს, ტვინში ამილოიდის ნალექის დაგროვებას ხელს უშლის;
  10. სხვადასხვა ფორმის სიმსივნის მეტასტაზების წარმოქმნას აფერხებს;
  11. ცხიმების ცვლას ხელს უწყობს და ზედმეტი წონის დაკარგვას აჩქარებს;
  12. თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ართრიტის და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ ბუნებრივი საშუალებაა;
  13. ჭრილობების შეხორცებას აჩქარებს;
  14. ფსორიაზის და კანის სხვა ანთებითი დაავადების მკურნალობას ხელს უწყობს;
  15. სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. კვლევამ აჩვენა, რომ კაიენის წიწაკას შეუძლია სოკოს პათოგენების წარმოქმნა ეფექტურად აღკვეთოს.
  16. სისხლის შედედების წარმოქმნას აფერხებს, ათეროსკლეროზს ამცირებს, თრომბის განვითარებას ხელს უშლის, რაც გულის შეტევის და ინსულტის რისკს ამცირებს.
  17. სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს;
  18. გულის მუშაობას აუმჯობესებს;

დეტოქსის სასმელი კურკუმით, კოჭით და კაიენის წიწაკით

ინგრედიენტები:

  • ½ ჩ/კ გახეხილი ახალი კოჭა
  • 2 ჩ/კ კურკუმას ფხვნილი
  • 1–2 მწიკვი კაიენის წიწაკა (ან ნებისმიერი სხვა ცხარე)
  • ლიმონის წვენით (გემოვნებით)
  • 1 ს/კ ნატურალური თაფლი (სურვილის მიხედვით)
  • 2 ლ სუფთა წყალი

მომზადება:

  1. ყველა ინგრედიენტი თბილ წყალში მოათავსეთ. ხის კოვზით აურიეთ და გემო დაარეგულირეთ.
  2. დაახლოებით 10 წუთით გააჩერეთ, სანამ სუფრაზე გაიტანთ. სასმელი მაცივარში დაახლოებით 5 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.

სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემის გასააქტიურებლად, ასევე ანთების გასაქრობად შესანიშნავად გამოგადგებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს