ღვიძლი ყველაზე დიდი და ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. ის ასრულებს ისეთ მრავალფეროვან და სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა ცილების სინთეზი, ვიტამინების დაგროვება და მავნე ნივთიერებებისგან სისხლის გაწმენდა.
თუ რაციონში შედის ბევრი რაფინირებული პროდუქტი, როგორიცაა შაქარი, მარილი, თეთრი ფქვილი, ასევე ალკოჰოლი, ორგანიზმში ტოქსინების რაოდენობა იზრდება. შედეგად, ღვიძლს სისხლის გასაწმენდად მეტი მუშაობა უწევს.
Vivien გთავაზობთ ძალიან მსუბუქ და მკვებავ შინაურულ საშუალებას, რომელიც B2 ვიტამინით მდიდარია. მისი დახმარებით ღვიძლს გაწმენდთ, ტოქსინებს გამოდევნით და ორგანიზმის დამცავ ძალებს გააძლიერებთ. ასევე რკინის ათვისებას გააუმჯობესებთ, თმას და ფრჩხილებს გააძლიერებთ, მხედველობას გააუმჯობესებთ.
გემრიელი და მკვებავი შინაურული საშუალება
ინგრედიენტები:
- ბანანი
- 1 ჩ/კ თაფლი
- 2 ს/კ სეზამი
- 1 ს/კ სელის თესლი
- 100 მლ იოგურტი ან კეფირი
- 150 მლ გამოხდილი წყალი
- პიტნის ფოთლები (სურვილის მიხედვით)
- 1 ჩ/კ კაკაო
მომზადება:
- სელის და სეზამის თესლები ჭიქაში ჩაყარეთ და 150 მლ თბილი წყალი დაასხით. 1-3 საათით ან მთელი ღამით დააყენეთ.
- ამის შემდეგ ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ.
- რეკომენდებულია, ყოველდღე, საუზმის დროს ან მანამდე დალიოთ.
ასეთი სასარგებლო სასმელი იმდენი დალიეთ, რამდენიც გსურთ. ამ ნატურალურ საშუალებას უკუჩვენებები არ აქვს, თუ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია არ გაქვთ.
მსუბუქი და ეკონომიური საშუალება ეფექტური და ბუნებრივი გზით ორგანიზმის გაწმენდასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.