დღეს Vivien გიამბობთ, ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის როლზე, მისი დარღვევის სიმპტომებსა და გაუმჯობესების მეთოდებზე.
სისხლის მიმოქცევა პასუხისმგებელია მოქმედებაზე, რომელსაც უჯრედში და უჯრედიდან მკვებავი ნივთიერებები, ნარჩენები გადააქვს, ასევე სხეულის ტემპერატურისა და ph დონის დარეგულირებას ხელს უწყობს.
მთელ სხეულში მოძრავი სისხლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. გული ტუმბოსავით მოქმედებს, ჩვენს სისხლს ფილტვებში მოხვედრას აიძულებს, რომ ჟანგბადით გაამდიდროს.
სისხლის მიმოქცევის დარღვევისას ჟანგბადი ყველა ორგანოს და სივრცეს ვერ წვდება, რამაც შეიძლება დაავადებების განვითარება გამოიწვიოს. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ამ ნეგატიური პროცესების შეფერხებაში დაგეხმარებათ, ასევე განწყობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
სისხლის მიმოქცევა მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობასთან მჭიდრო კავშირშია. ასევე ორგანიზმში ლიმფურ მიმოქცევაზე გავლენას ახდენს.
სისხლის ცუდი მიმოქცევის სიმპტომები:
- თვალების ქვეშ მუქი წრეები
- ცივი ხელები და ფეხები
- კანის სიმშრალე, ქავილი
- მხედველობის პრობლემები
- თავბრუსხვევა
- კუნთების სპაზმები
- ფეხზე წყლულები
- ძირმაგარა
- თრომბოზი
- ბუასილი
- ვარიკოზი, ასევე სისხლძარღვების ბადე
- გულ–სისხლძარღვთა დაავადებები
- გულმავიწყობა, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება
მეთოდები სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად:
- წყალი დალიეთ, როგორც მინიმუმ, დღეში 6-8 ჭიქა წყალი სისხლის გასათხელებლად;
- მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული, ხილი, პარკოსნები, თევზი და ფრინველი მცირე ულუფებით მიირთვით.
- შაქრის, ალკოჰოლის, ცილების, რძის პროდუქტების, მარილის, კოფეინის და თეთრი ფქვილის რაფინირებული პროდუქტების მიღება შეზღუდეთ.
- წყალი ლიმონის წვენთან და თაფლთან ერთად დალიეთ.
- რეგულარულად ივარჯიშეთ.
- მაგნიუმით და B6 ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება გაზარდეთ.
- მასაჟი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
პროდუქტები სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად
ნებისმიერი სახის ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით ფორთოხალი. ის ბიოფლავონოიდების მაღალ დონეს უზრუნველყოფს, რომელიც კაპილარების გაძლიერებით სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
საზამთრო ლიკოპინების ბუნებრივი წყაროა, რომელიც არტერიებში ნალექის დაგროვებას აფერხებს და ამით სისხლის მიმოქცევის სერიოზულ დაბრკოლებას თავიდან აგაცილებთ.
კაკალი მდიდარია B3 ვიტამინით, რომელიც სისხლის ხარისხს ზრდის. უმი ნიორი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ტრანსცხიმებს და ტკბილ, გაზიან სასმელებს მოერიდეთ.
მწვანე სმუზი სისხლს ათხელებს, რომ წვრილ სისხლძარღვებში ადვილად იმოძრაოს.