ზოდიაქოს ნიშნები: თქვენი ყველაზე ძლიერი ემოცია

2665
ზოდიაქოს ნიშნები: თქვენი ყველაზე ძლიერი ემოცია
ზოდიაქოს ნიშნები: თქვენი ყველაზე ძლიერი ემოცია

ემოცია საოცარი რამ არის. ერთი მხრივ, ის ჩვენს ცხოვრებას აკონტროლებს, მეორე მხრივ მისი დახმარებით საკუთარ თავზე ბევრი რამის გაგება შეგვიძლია. მოდით ვნახოთ, რომელი ემოცია არის უფრო ინტენსიური თქვენთვის, თუ ასტროლოგიას დავუჯერებთ.

ვერძი – ბრაზი. ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან, როგორც წესი, თქვენი ვნებებით ცხოვრობთ, სწორედ ამიტომ პერიოდულად წყობილებიდან გამოდიხართ და სიბრაზე გეუფლებათ. ყოველთვის თქვენი ხასიათის მოთოკვას ვერ ახერხებთ.

კურო – ზიზღი. უბრალოდ გარშემომყოფებს თქვენებურად და განსაკუთრებულად ეპყრობით. ყოველთვის ირჩევთ ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო არის, მათ შორის ადამიანებსაც. სწორედ ამიტომ ზედმეტად რეაგირებთ იმაზე, რაც არ მოგწონთ.

ტყუპები – სიხარული. თქვენ შესანიშნავად იცით, თუ კომპანია როგორ გააცოცხლოთ და ადამიანებს წამიერად აჯადოვებთ. ცხოვრობთ სიხარულისთვის და ეს თქვენთვის მთავარი მოტივაციაა.

კირჩხიბი – მოწყენილობა. ინტროვერტი ხართ, სიმშვიდე და კომფორტი მოგწონთ. თუმცა იმის გამო, რომ სახლში ჯდომის მოყვარული ხართ, თქვენ გრძნობთ პრეტენზიულობას და მოწყენილობას იმ მომენტში, როცა არაფერი გამხიარულებთ და გახარებთ.

ლომი – სიამაყე. საკუთარ თავში წარმოუდგენლად თავდაჯერებული ხართ. ამაყობთ ლიდერული უნარებით, ნიჭით და შესაძლებლობებით. ზოგჯერ ამპარტავანი ხართ, მაგრამ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას მაინც ახერხებთ.

ქალწული – მიზანდასახულობა. თქვენ სამყაროში ყველაფერს თავისი ადგილი და მნიშვნელობა აქვს. თქვენ შეიძლება ორგანიზებული სუპერ ვარსკვლავი გიწოდონ, რადგან წესრიგი თქვენთვის მთავარი მიზანია.

სასწორი – დაღლილობა. დროდადრო, თქვენი ურთიერთობის და აქტიურობის მასის დიდი წრე თავს ზედმეტად დაღლილად გაგრძნობინებთ. გრძნობთ, რომ მილიონი სხვადასხვა მიმართულებით გქაჩავენ და თქვენ კი მხოლოდ საკუთარი პირადი სივრცე გჭირდებათ.

მორიელი – შთაგონება. თქვენ გიყვართ ცხოვრება და ეს სამყარო, მაგრამ ზოგჯერ თქვენზე ზეწოლას ახდენენ და კუთხეში გამწყდევენ. შედეგად, პოზიტიურ და ბედნიერ წუთებში შთაგონებას და ბედნიერებას გრძნობთ.

მშვილდოსანი – არაკომპეტენტურობა. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ხშირად საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო ძლიერ ემოციებს განიცდით. ზოგიერთ სიტუაციაში გრძნობთ, რომ ცოდნა არ გყოფნით, სწორედ ამიტომ თავს უცოდინრად თვლით. სამაგიეროდ ამ ემოციის იუმორის გრძნობით შენიღბვას შესანიშნავად ახერხებთ.

თხის რქა – მოტივაცია. ყოველთვის სიმდიდრით და წარმატებით მოტივაციას ღებულობთ. ყოველთვის გსურთ მიაღწიოთ წარმატებას და ყველაფერს აკეთებთ, რომ მწვერვალს მიაღწიოთ და იქ მყარად მოკალათდეთ.

მერწყული – გაღიზიანება. თქვენი ინტელექტის მაღალი დონე ხშირად გაიძულებთ გაღიზიანდეთ ადამიანების სიტყვის ან ქმედების გამო. ადამიანების სულელურ ქცევებს წამიერად მდგომარეობიდან გამოყავხართ.

თევზები – უშფოთველობა. თქვენი ყველაზე მეოცნებე ზოდიაქოს ნიშანი ხართ. თქვენ სამყაროსთან ღრმა კავშირი გაქვთ და ამ ენერგიას გონების დასამშვიდებლად იყენებთ. ძალიან ღრმად და კარგად გრძნობთ გარშემომყოფ სამყაროს, რადგან ის თქვენ მუზას და შთაგონებას წარმოადგენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს