ქრისტესისხლას საინტერესო თვისებები. როგორ იყენებდნენ ჩვენი წინაპრები

2657

დღეს Vivien გიამბობთ ისეთი მცენარის საინტერესო თვისებებზე, როგორიცაა ქრისტესისხლა. ალბათ, ამ საოცარი მცენარის შესახებ გსმენიათ, მაგრამ გირჩევთ, რომ უფრო დეტალურად გაეცნოთ.

ქრისტესისხლას ძალიან საინტერესო თავისებურება აქვს და ეს ყველაზე მთავარია. როგორც კი ადამიანის სხეულზე მოხვდება, დაავადების ფესვს ეძებს. თუ მის წვენს ან ფხვნილს ბიოაქტიურ წერტილზე დაიდებთ, მყისიერ გარდაქმნას და დაავადების წყაროზე მის გადატანას დაინახავთ. ხშირად მას ჯენშენსაც უწოდებენ. გამოიყენება წვენის, ნახარშის, ნაყენის და ექსტრაქტის სახით. ადამიანებმა ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან იცის.

ამ მცენარეს თავად სახელიც ახასიათებს: სუფთა, მსუბუქი, ნათელი. მისი დახმარებით კურნავდნენ კანის დაავადებებს (ლიქენი, მეჭეჭი, სოკო, ეგზემა). ყველაზე ღირებული მისი ფესვის ყვითელი წვენია, რომელსაც დაზიანებულ ადგილას ხშირად ისმევენ. წვენი კანში სწრაფად აღწევს, ტკივილს ამცირებს და ქსოვილებს აღადგენს. ხალხურ მედიცინაში მცენარეს შინაგანი ორგანოების დაავადებების დროს იყენებენ, ოღონდ ზომიერად უნდა გამოიყენოთ, რომ არ მოიწამლოთ.

თვალის დაავადებების სამკურნალოდ ქრისტესისხლას წვენი და თაფლი 1:1 თანაფარდობით აიღეთ და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ ქაფის გამოყოფას არ შეწყვეტს და თავად თაფლის მსგავსი არ გახდება. ეს სითხე თვალზე ტრაქომას და ლიბრის დროს წაისვით. უძველესი დროიდან არაბები თხის ქონით და ქრისტესისხლას წვენით მომზადებულ მალამოს წყლულების სამკურნალოდ იყენებენ. ქრისტესისხლას ფხვნილის, ლანოლინის და ვაზელინის მალამო სახელწოდებით „პლანტაზანი B” კანის ტუბერკულოზს, ფსორიაზს, კანის სიმსივნეს, წითელ მჭამელას, კოჭრებს საწყის სტადიაზე კურნავს (10 გრ ქრისტესისხლა, 10 გრ ლანოლინი, 10 გრ ვაზელინი, 10 წვეთი 0,25%–იანი კარბოლის მჟავა).

სოფლებში დიათეზის დროს ბავშვებს ქრისტესისხლას ნახარში აბანავებენ. ამავე ნახარშით კანის ტუბერკულოზს, მუნს კურნავენ, მეჭეჭებს და ჭორფლებს ამცირებენ. ქრისტესისხლას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ინფარქტის და ინსულტის შემდეგ ნაწიბურებს წოვს. (1 ს/კ ქრისტესისხლას 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და 15 წუთით თერმოსში დააყენეთ). დღეში 3-ჯერ, 2 ს/კ ჭამამდე დალიეთ.

ქრისტესისხლას, ჭინჭრის და გულყვითელას ნაყენი მეტასტაზების განვითარებას ხელს უშლის. ბალახები თანაბარი პროპორციით აიღეთ, დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში დააყენეთ. დილით, უზმოზე 0,5 ჭიქა ნაყენი დალიეთ და მეორე ნახევარი ვახშმის წინ. ქრისტესისხლას ახალი წვენი მეჭეჭებს, პოლიპებს და კოჟრებს „წვავს“. სხვათა შორის ეს საკმაოდ ეფექტური მეთოდია, რადგან თავის დროს მეჭეჭების მოსაშორებლად ქრისტესისხლა ჩვენც გამოვიყენეთ. ოღონდ პერიოდულად უნდა გააკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ ექნება.

არსებობს ცრურწმენა: ადამიანი, რომელიც ქრისტესისხლას ყველგან თან დაატარებს, საკუთარ თავთან და სხვებთან მშვიდობასა და ჰარმონიაში იმყოფება.

აი, ასეთია ქრისტესისხლა, რომელიც მზადაა ადამიანს დაეხმაროს. თუმცა მისი გამოყენება ყველა დაავადების დროს არ ღირს. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. პირველ რიგში, ქრისტესისხლა შხამია და შემდეგ უკვე სამკურნალო მცენარე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს