დღეს Vivien გთავაზობთ ნივთების სიას, რომლებიც ოჯახის კეთილდღეობის, ბედნიერების და წარმატების სიმბოლოდ ითვლება. ხალხური ცრურწმენის მიხედვით, ამ ნივთების სახლიდან გადაგდება არ ღირს. ნახეთ, რა შეცდომებს უნდა აარიდოთ თავი, თუ უბედურების მოზიდვა არ გსურთ.
1. საქორწილო კაბა
ჩვენი წინაპრები ყოველთვის ცდილობდნენ არა მხოლოდ საქორწილო კაბის, არამედ იმ აქსესუარების შენახვას, რომლებიც სადღესასწაულო დღეს ეკეთათ.
ცნობილია შემთხვევები, როცა საქორწილო კაბები ბებიიდან შვილიშვილს ან ქალიშვილს გადაეცემოდა.
ხალხს უძველესი დროიდან სჯეროდა, რომ საქორწილო კაბის გასხვისება ან გაყიდვა ოჯახის ბედნიერების დაკარგვას იწვევს.
2. საბავშვო ტანსაცმელი
ითვლება, რომ ძალიან პატარა საბავშვო ნივთების, რომელთაც დედა ჩვილს აცმევდა, გაცემა, გაყიდვა ან გადაგდება არ ღირს.
არაერთხელ გვითქვამს, რომ თითოეულ ნივთს იმ ადამიანის ენერგეტიკა აქვს, ვინც ატარებდა. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თუ კარგი ადამიანის ხელში არ მოხვდება, ამ ნივთებზე ჯადოს გაკეთება შეუძლია.
ჩვენს წინაპრებს ამის ძალიან ეშინოდათ, ამიტომ საფენებს, პერანგებს და კომბინიზონებს ინახავდნენ.
3. ფოტოები
ზოგი თვლის, რომ ფოტო უბრალოდ ქაღალდის ფურცელია და მეტი არაფერი, მაგრამ ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ სინამდვილეში ასე არაა.
თუ ადამიანს მისტიკის სჯერა, იცის, რომ ფოტოები ერთგვარი ბიოველის ანაბეჭდი. წინაპრები ირწმუნებიან, რომ ფოტოს გადაგდება მასზე გამოსახული ადამიანის ბიოველზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
თუ ხვდებით, რომ ფოტოები აღარ გჭირდებათ ან უბრალოდ კარადაში ადგილს იკავებს, სჯობს დაწვათ. ასე უფრო სწორი იქნება.
4. საათები
საათს ყოველთვის ჯადოსნურ ობიექტად მიიჩნევდნენ. ყველაზე საინტერესოა, რომ მათ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება შეუძლიათ. წინაპრებს სწამდათ, რომ საათი მომავალს აჩვენებს, ამიტომ განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ.
ადრე ხალხს სჯეროდა, რომ თუ ვინმე სახლიდან საათს გადააგდებს, მას ბედნიერი ცხოვრების წლები და ჯანმრთელობა მიატოვებს. სწორედ ამიტომ, საათის გადაგდება ცუდ ნიშნად ითვლება.
5. ხატები
აქ, ყველაფერი გასაგებია. ხატები წმინდააა, რომელსაც პატივისცემით უნდა მოეპყრათ. სწორედ ამიტომ, წინაპრები რელიგიური ნივთების (ხატები, ბიბლია და ა.შ.) გადაგდებას ვერასდროს ბედავდნენ.
ეს განსაკუთრებით მემკვიდრეობით გადმოცემულ ნივთებს ეხება. თუ რომელიმე მათგანს გადააგდებთ, ზეციური ძალების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავთ, რაც თქვენთვის კარგად არ დასრულდება.
6. თმა და ფრჩხილები
თუ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, უცნაურად მოგეჩვენებათ, თუ ვის შეიძლება დასჭირდეს თქვენი თმა ან ფრჩხილები. აქ, ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მაგიის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი ადამიანი სპეციალურად ამ ნივთებზე ნადირობს. მათზე ფინანსური კეთილდღეობის და ჯანმრთელობის წასართმევად რიტუალის ჩატარება მარტივად და სწრაფად შეიძლება.
სწორედ ამიტომ, სჯობს ისეთ ადგილას გადაყაროთ, სადაც თქვენს ფრჩხილებს და თმას ვერავინ გამოიყენებს. როგორც ვარიანტი, უბრალოდ დაწვით.