რას მეტყველებს სახლში ობობის ქსელების გაჩენა

14384

რაზე მიგანიშნებთ სახლში ობობის ქსელების გაჩენა და რა უნდა გააკეთოთ? სახლის დალაგება უნდა დაიწყოთ თუ ნიშნების დაჯერება.

ვფიქრობ, რომ ობობის ქსელები სახლში ყველას აქვს. იქნებ, მას ვერ ხედავთ, მაგრამ ნამდვილად ასეა, რადგან ობობები ყველგანმყოფი არსებები არიან. ყველაზე სუფთა დიასახლისსაც კი მათი სრულად მოშორება არ შეუძლია.

ერთი მხრივ, ყველა კუთხეში ობობის ქსელები იმაზე საუბრობს, რომ დროა სახლი დაალაგოთ. მეორე მხრივ, ნიშნებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან უძველესი დროიდან ასეთ ქსელები კარგ ნიშნებს უკავშირდებოდა.

ობობის ქსელები მეპატრონეს სიმდიდრეს ჰპირდება.

ნიშნები ბევრია და იმ ადგილს უკავშირდება, სადაც ობობა თავის ქსელს ხლართავს.

საერთოდ, სახლში ობობის გამოჩენა ყოველთვის სიმდიდრეს და ბედნიერებას უკავშირდება. მაგალითად, ითვლებოდა, რომ ობობები სახლის სულის დამხმარეები არიან და სახლის უარყოფით ენერგეტიკას თავის ქსელში აგროვებენ. ხოლო, ბედნიერებას და სიმდიდრეს თავისი ქსელებით აკავებენ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ დალაგება უნდა დაივიწყოთ, რადგან ნიშნები მხოლოდ სუფთა სახლში მუშაობს.

ოჯახში ატმოსფეროც მნიშვნელოვანია: ობობებს ბედნიერება არ მოაქვთ იმ ოჯახში, სადაც ყოველთვის ერთმანეთთს ეკამათებიან. როგორც წესი, სახლში, სადაც ურთიერთგაგება არაა, ობობა დიდხანს არ ჩერდება, ამიტომ ამ სახლის ბინადრები წარმატებას დიდხანს ვერ მიაღწევენ.

გახსოვდეთ, რომ ყველა ეს ნიშანი მხოლოდ სუფთა ოთახების ფონზე მუშაობს. ობობის ქსელებში გახვეულ ჭერები და კედლები კარგს არაფერს გპირდებათ.

ობობის ქსელთან დაკავშირებული ნიშნები:

  • აბლაბუდა, დილით ლოგინის ქვეშ აღმოჩენილი, ბედნიერებას გპირდებათ.
  • აბლაბუდა კარის ქვეშ ან ზემოთ შესაძლო ცვლილებებზე გაფრთხილებთ.
  • აბლაბუდა სამზარეულოში გატყობინებთ, რომ დამხმარე გამოგიჩნდათ.
  • აბლაბუდა ფანჯრის კუთხეში მასპინძლის გარეშე – კარგი ამინდის ნიშანია.
  • თუ შემთხვევით ფანჯარაზე ობობის ქსელს მოხვდით, კარგ ნაცნობთან ან მეგობართან შეხვედრას ელოდეთ. თუ ქსელს დაშლით, ოჯახში დიდ კამათს ელოდეთ.
  • დახეული ობობის ქსელი ფინანსური პრობლემების ნიშანია. ფანჯრიდან ობობის ქსელი ჩვრით მოაშორეთ ან სანთლით დაწვით, ასე ნეგატივს გაანეიტრალებთ.
  • ფანჯარაზე ობობის ქსელი სახლს ავი თვალისგან, ჯადოსთან და ნებისმიერი უბედურებისგან იცავს.
  • სამსახურში ობობის ქსელი აუცილებლად წარმატებას, კეთილდღეობას და სიმდიდრეს მოგიტანთ.
  • ობობის ქსელები კუთხეებში, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ ადგილებში. როგორც ამბობენ, ასეთი აბლაბუდა ამ ადგილას უარყოფითი ენერგიის დაგროვებაზე მიგითითებთ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ. უფრო მეტიც, დალაგების შემდეგ სანთლით და ლოცვით სახლის გაწმენდის რიტუალი უნდა ჩაატაროთ.
  • აბლაბუდა შემოსასვლელ კართან ჭორებსა და განკიცხვას გპირდებათ.
  • დიდ ქსელში მოხვედრა დიდი უსიამოვნების მოზიდვას ნიშნავს.
  • თუ ქუჩაში ტანსაცმელით აბლაბუდას შეეხეთ, ეს განახლებას გპირდებათ.
  • ობობის ქსელი ხელზე წარმატებას და შემოსავლის ახალი წყაროს გამოჩენას გპირდებათ.
  • თუ ობობის ქსელი სახეზე მოგხვდათ, ეს სიახლის, ახალი ამბის ნიშანია.

სახლში ობობის ქსელის უბრალოდ მოშორება არ ღირს, სჯობს ფრთხილად შეაგროვოთ და სახლიდან გაიტანოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს