გარკვეული დროის შემდეგ კანში ზეთის რეგულარული წარმოება მცირდება, ამიტომ კანი ელასტიურობას კარგავს, იწელება, ნაკეცები და ნაოჭები ჩნდება. იდეალური კანის შესანარჩუნებლად დაკარგული ზეთები სხვა ჩვეულებრივი ზეთებით უნდა ჩაანაცვლოთ. ასე კანის მოქნილობას და სიგლუვეს შეინარჩუნებთ.
ჩვენი კანისთვის ყველა ზეთი სასარგებლო არაა. Vivien გთავაზობთ ყველაზე სასარგებლო ზეთებს, რომელთაც ძლიერი ანტიასაკობრივი ეფექტი აქვთ.
- ქოქოსის ზეთი. შესანიშნავი საშუალება პიგმენტური ლაქების და ნაოჭების საწინააღმდეგოდ. ქოქოსის ზეთი კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგანაც იცავს.
- ზეითუნის ზეთი. იდეალურია კანის აღსადგენად, მისთვის სინაზის მისანიჭებლად, ასევე ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ამ ზეთის გამოყენებით კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან დაიცავთ და სისხლის მიმოქცევას გააქტიურებთ. შხაპის შემდეგ კანი თბილი ზეთით 5-10 წუთით დაიმასაჟეთ.
- ჟოჟობას ზეთი. C და E ვიტამინის დიდი შემცველობის წყალობით ჟოჟობას ზეთი სიბერის პროცესებზე ეფექტურ ზეგავლენას ახდენს.
- არგანის ზეთი. მისი გამოყენება კანის ჩამოწელას, ლაქების და ნაოჭების გაჩენას ამცირებს.
- ნუშის ზეთი. ნუშის ზეთი ნაოჭებს ამცირებს, ასევე ახალგაზრდა და ლამაზ კანს დიდხანს ინარჩუნებს. სხვათა შორის, თვალების ქვეშ მუქი წრეების და ნაოჭების საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა.
- ნიმის ზეთი. თავისი უნიკალური თვისებების წყალობით ნიმის ზეთი კანის ელასტიურობას აღადგენს და მასში რეგენერაციულ პროცესებს სტიმულირებს.
- E ვიტამინი. ამ ზეთის გამოყენება პიგმენტურ ლაქებს, ნაოჭებს და სხვა ასაკობრივ ნიშნებს ამცირებს.
- ლავანდის ეთერზეთი. მას ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო თვისება აქვს, ამიტომ ბევრ კანის დაავადებას კურნავს.
- ავოკადოს ზეთი. მშრალი კანისთვის იდეალური ვარიანტი. კანის ჩამოწელას, ასევე ასაკობრივ დაზიანებებს ამცირებს.
- გაღვივებული ხორბლის ზეთი. ინტენსიური აღმდგენი თვისებების წყალობით კანის დაზიანებულ უჯრედებს აღადგენს, ასევე სიბერის ნიშნებს ამცირებს.
ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს