ეს მკვებავი ნივთიერებები მოქნილი და სუფთა სისხლძარღვების შესანარჩუნებლად აუცილებელია

767

სისხლი ჩვენს სხეულში განსაკუთრებული სითხეა, რომელსაც მკვებავი ნივთიერებები და ჟანგბადი ორგანიზმის თითოეულ უჯრედში გადააქვს და ამით მათ კვებას უზრუნველყოფს.

გულის კუნთებს არტერიების გავლით სისხლი გადააქვს მთელ სხეულში: ღვიძლი, თირკმლები, ტვინი და არა მხოლოდ. სწორედ ამიტომ, თუ არტერიები გაჭედილია, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ვითარდება. სხვათა შორის, არტერიების დაბლოკვა შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.

კვება ერთ–ერთი მთავარი ასპექტია, როცა საქმე სისხლძარღვების ჯანმრთელობის მხარდაჭერას ეხება.

სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანის კვება მოიცავს სხვადასხვა პროდუქტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სიმსუქნეს და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევენ. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ბევრმა რისკების შესახებ იცის, მაგრამ ცხიმების, შაქრის, ფქვილის და სხვა მავნე ნივთიერების მიღებას მაინც აგრძელებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების დაცვა და ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც არტერიებს იცავენ. Vivien გთავაზობთ 9 პროდუქტს, რომლებიც არტერიების ჯანმრთელობას აუმჯობესებენ. მათი დახმარებით ჯანმრთელი, სუფთა და მოქნილი არტერიების შენარჩუნებას შეძლებთ.

1. ცხიმიანი თევზი

ცხიმიანი თევზი შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, რომელიც ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს, ამრიგად, სისხლძარღვებში მათ დაგროვებას თავიდან აგაცილებთ.

გარდა ამისა, ცხიმიანი თევზი შეიცავს ბევრ ამინომჟავას და უცვლელ მინერალებს, რომლებიც სისხლის მიმოქცევის პრობლემის და ანთების პრევენციისთვის აუცილებელია.

კვირაში მინიმუმ 2–ჯერ მიირთვით:

  • ორაგული
  • თინუსი
  • სარდინი
  • სკუმბრია
  • ქაშაყი
  • კალმახი

2. ზეითუნის ზეთი

პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთი, რომელსაც რაფინირების პროცესი არ გაუვლია, ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ცხიმია არტერიების ჯანმრთელობისთვის.

3. სეზამის თესლი

სეზამის თესლი სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან გულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს. ამასთან, წონაში დაკლებას ხელს უწყობს.

სხვათა შორის, სეზამში შემავალი უცვლელი ცხიმოვანი მჟავები ქოლესტერინის დონეს ამცირებენ, გულს იცავენ და ამით სისხლის მიმოქცევის პრობლემას ამცირებენ.

4. პომიდორი

პომიდორში შემავალი ლიკოპინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც არტერიების, ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის საინტერესო უპირატესობა აქვს.

5. კოჭა

კოჭა სანელებელია, რომელიც თავისი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ცნობილია. კოჭის მიღება არტერიების ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ქოლესტერინის დონეს და არტერიულ წნევას ამცირებს.

6. შვრია

შვრია არტერიების გამწმენდი შესანიშნავი პროდუქტია. ასევე ათეროსკლეროზის განვითარებას თავიდან აგაცილებთ.

7. მოცვი

მოცვი ანტიოქსიდანტებით მდიდარი უნიკალური ხილია. მასში შედის ბევრი ნატურალურ ბოჭკო, რომლებიც არტერიებს წმენდენ, ელასტიურობას ინარჩუნებენ და ქოლესტერინის მაღალ დონეს აფერხებენ.

8. კაკალი

კაკალი შეიცავს ბევრ ამინომჟავას და სასარგებლო ცხიმებს, რომლებიც არტერიების დაბინძურებას და სისხლძარღვების სხვა პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

მიირთვით შემდეგი კაკალი:

  • თხილი
  • მიწისთხილი
  • ფისტაშკი
  • ნუში

9. მარწყვი

მარწყვი ნაკლებად კალორიული, ანტიოქსიდანტებით მდიდარი კენკრაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციისთვის შესანიშნავად გამოგადგებათ.

მარწყვის რეგულარული მიღება სისხლძარღვების მოქნილობის შენარჩუნებასა და მათი დაბინძურების პრევენციაში დაგეხმარებათ.

შეგახსენებთ, ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ, ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს