შარდმჟავის მაღალი დონე: მარტივი რჩევები სწრაფად მოსაშორებლად

1435

სისხლში შარდმჟავის დონის მატება ღვიძლში მისი წარმოების გაზრდით არის განპირობებული. შარდმჟავის დონის მატებაზე პურინებით მდიდარი ბევრი პროდუქტის მიღება ან თირკმლების პრობლემებიც გავლენას ახდენს.

Vivien გიამბობთ, თუ რა ფუნქციას ასრულებს შარდმჟავა ორგანიზმში, რა იწვევს მისი დონის მატებას და როგორ შევამციროთ მარტივი რჩევების გამოყენებით.

შარდმჟავის ფუნქციები ორგანიზმში: ორგანიზმის დამცავი რეაქცია, პარაზიტების მიმართ გამძლეობა, ალერგენების რეაქციაში მონაწილეობა, ნევროლოგიური და აუტოიმუნური დაავადებების დაცვა.

შარდმჟავის დონის მატების მიზეზები: ჭარბი წონა და სიმსუქნე, ალკოჰოლის მიღება, როგორიცაა ლუდი და ღვინო, ცუდი კვება, რომელშიც ბევრი წითელი ხორცი და ძეხვი შედის, თირკმლების დაავადება. ზოგიერთი მედიკამენტი გვერდითი ეფექტის სახით შარდმჟავის წარმოებას ზრდის. მაგალითად, ასპირინი, შარდმდენი საშუალებები, ქიმიოთერაპია და ა.შ.

დაავადებები, რომლებიც შარდმჟავის დონის მატებას იწვევენ:

  • პოდაგრა (პოდაგრული ართრიტი)
  • თირკმლების დაავადებები: თირკმლებში კენჭები ან ქვიშა
  • მეტაბოლური სინდრომი
  • ინსულინის მიმართ გამძლეობა, ასევე მე–2 ტიპის დიაბეტი
  • უალკოჰოლო ღვიძლის გაცხიმოვნება

მარტივი რჩევები შარდმჟავის დონის შესამცირებლად 

მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და მთელი მარცვლეული, რომლებიც რთულ ნახშირწყლებს შეიცავენ. წითელი ხორცის, ცხიმიანი ქათმის და რძის პროდუქტების გაჯერებული ცხიმების მიღება შეამცირეთ.

რეკომენდებულია უცხიმო ხორცი და ფრინველი, შინაურული კვერცხი, ასევე ყველი ნაკლები ცხიმით.

საკვები პროდუქტები, რომლებიც პურინებს ზომიერად შეიცავენ, შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ: ისპანახი, ოხრახუში, კამა, ნიახური, პიტნა, რეჰანი. ასევე ქატო, სელის, სეზამის და ჩიას თესლები.

კალიუმი შარდმჟავის კრისტალების წარმოქმნას ხელს უშლის და თირკმლების სწრაფად გაწმენდას ხელს უწყობს. ყოველდღიურ კვების რაციონში ჩართეთ: ბანანი, ავოკადო, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, მანგოლდი), ქიშმიში, საზამთრო, მარწყვი და გარგარი.

ნებისმიერი ჯიშის ვაშლი შარდმჟავის დონის შესამცირებლად უბრალოდ დიდებული პროდუქტია. განსაკუთრებით რეკომენდებულია ვაშლის წვენი: 3 ვაშლი გათალეთ, დაჭერით და 1 ლ წყალი დაუმატეთ. დააბლენდერეთ, რომ მშვენიერი და სამკურნალო წვენი მიიღოთ. საკვების მიღებებს შორის დალიეთ. შაქარი არ დაუმატოთ!

ზეითუნის ზეთი მონოუჯერ ცხიმებს, ბევრ E ვიტამინს და ანტიოქსიდანტს შეიცავს. ამასთან ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი აარჩიეთ. ყოველდღე 1–3 ს/კ ზეთი მიირთვით, თქვენს კერძებს დაუმატეთ.

1 ჩ/კ სიმინდის ფუჩეჩს 500 მლ წყალი დაასხით და თითქმის 10 წუთით ხარშეთ. შემდეგ ნარევი გადაწურეთ და 50-70 მლ დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს