„ჯანმრთელობის ელექსირი“ სახსრების ანთებას, თმის ცვენას და ოსტეოპოროზს აქრობს

1093

დღეს Vivien გთავაზობთ 2 სამკურნალო ელექსირს, რომლებიც ძვლების ქსოვილებს, ასევე ხრტილებს, მყესებს აღადგენენ და თმებს აძლიერებენ.

ელექსირი ძალიან გემრიელია, თან სწრაფად მზადდება. გირჩევთ, რომ ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებების ძალა საკუთარ თავზე იგრძნოთ.

1–ლი რეცეპტი:

ინგრედიენტები:

  • 1 ხურმა
  • ½ ვაშლი
  • 1/3 საშუალო სტაფილო
  • მწიკვი გახეხილი ახალი კოჭა
  • ¼ ჩ/კ კურკუმა
  • მწიკვი წითელი, ცხარე წიწაკა
  • 1/3 ჩ/კ ფუტკრის მტვერი

მოცემული ინგრედიენტები, ფუტკრის მტვრის გარდა, ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და დააქუცმაცეთ.

სმუზი ლამაზ ჭიქაში გადაასხით და ზემოდან ფუტკრის მტვერი მოაყარეთ, რომ გააფორმოთ და დამატებითი სასიცოცხლო ძალები მიიღოთ.

მე–2 რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა გაყინული მოცვი ან ½ ჭიქა შტოში ან ½ ჭიქა ალუბალი
  • 1 ბანანი
  • 100 მლ უბრალო იოგურტი ან კეფირი
  • 150 მლ ნუშის ან სეზამის რძე
  • 1 ს/კ დაფქული სელის თესლი
  • თაფლი სურვილის მიხედვით
  • ცოტა სანელებლები თქვენი გემოვნებით (მაგალითად, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, მიხაკი, ილი და ა.შ.)

ინგრედიენტები ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და ჯერ დაბალ სიჩქარეზე დააბლენდერეთ, შემდეგ სიჩქარე გაზარდეთ, სანამ სმუზი კრემიანი მასა არ გახდება.

გირჩევთ, ასეთი სასმელი კვირაში 3–4–ჯერ, საუზმის მიღებამდე 30 წუთით ადრე დალიოთ.

შედეგებს ძალიან მალე იგრძნობთ, ხოლო მხნეობას და გემოთი სიამოვნებას დაუყონებლივ მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს