საკვები თესლი სხვადასხვა ფორმის, ზომის და შეფერილობის არსებობს. ეს ვიტამინების და ცილების, ასევე მინერალების და უნიკალური ეთერზეთების წყაროა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმზე სამკურნალო ზემოქმედებას ახდენენ.
მათი დიდი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ თესლს თავად ბუნება ავითარებს და მკვებავ თვისებებს ანიჭებს.
Vivien გასწავლით, როგორ გამოიყენოთ მცენარეული თესლები კვების რაციონში ისე, რომ მაქსიმალური სარგებელი და სამკურნალო ეფექტი მიიღოთ.
1. ჩიას თესლი
ის უფრო მეტ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს, ვიდრე სელის თესლი და ორაგული. ჩიას თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მხოლოდ 2 ს/კ ჩიას თესლი კალციუმის დღიური ნორმის 18%–ს და 4 გრ ცილას შეიცავს.
ჩიას თესლი დაბალი ქოლესტერინის და ნატრიუმის, ასევე უჯრედისის, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, სპილენძის, კალიუმის, მანგანუმის, რკინის, ნიაცინის და თუთიის მაღალი შემცველობით განსაკუთრებით ცნობილია.
2. სელის თესლი
სელის თესლს მყარი ტექსტურა და მსუბუქი კაკლის გემო აქვს. ის მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით, ანტიოქსიდანტებით, მინერალებით და ვიტამინებით. ასევე ბევრ უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს და მაგნიუმს შეიცავს. სელის თესლის მიღებით კანი ახალგაზრდავდება, საჭმლის მონელება უმჯობესდება და ჭარბი წონა ქრება.
3. სეზამის თესლი
სეზამის თესლი ცილების, კალციუმის და მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა. 100 გრ სეზამის თესლი შეიცავს 98 მკგ ფოლიუმის მჟავას, რომელიც ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. 2 ს/კ სეზამის თესლის მიღება ძვლების და სახსრების გაძლიერებაში და ტკბილეულისკენ ლტოლვის შემცირებაში დაგეხმარებათ. მას ძლიერი სიმსივნის საწინააღმდეგო და ჯანმრთელობის გამაძლიერებელი თვისებები აქვს.
4. გოგრის თესლი
გოგრის თელი ანტიოქსიდანტების და E ვიტამინის წყაროა. განსაკუთრებით მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებით, მინერალებით და ბევრი აუცილებელი ანტიოქსიდანტით. ასევე შეიცავს აუცილებელი მინერალების დიდ დოზას, როგორიცაა სპილენძი, მანგანუმი, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, თუთია და სელენი.
5. კინოა
კინოა შეიცავს 9 უცვლელ ცილას, ბევრ ვიტამინს, ამინომჟავას, ფერმენტებს და მნიშვნელოვან მინერალებს. ასევე შესანიშნავ და სრულყოფილ ცილებს. კინოა სხეულის კუნთების და სისხლძარღვების მოდუნებას ხელს უწყობს, სახიფათო სიმსივნის უჯრედებს, დიაბეტს, ათეროსკლეროზს და მიკრობებს ებრძვის.
თესლების მიღება 45+ ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულია. მენოპაუზის სიმპტომებს აქრობს. ასევე გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს აფერხებს და კანის, ძვლების და სახსრების დაბერებას ანელებს, თმას აძლიერებს.
გამოყენების წინ თესლი თბილ წყალში 3-7 საათით გააჩერეთ. შემდეგ წყალთან ერთად დააბლენდერეთ. შეგიძლიათ ხილი, ჩირი, სანელებლები და კაკალი დაუმატოთ.
რეკომენდებულია, რომ ყოველდღე მინიმუმ 2 სუფრის კოვზი თესლი მიირთვათ. ასევე თესლებზე დაფუძნებული ნიღბები კანის მოქნილობის გასაზრდელად გამოიყენეთ.