შინაურული ნიღბები და კრემები კანის სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ, დღეს Vivien გიზიარებთ სილამაზის საიდუმლო შინაურულ მეთოდს, რომლის დახმარებით ღრმა ნაოჭების მოშორებას შეძლებთ.
ბებისეული სილამაზის ნიღაბი ღრმა ნაოჭებს მოგაშორებთ, კანს გაამკვრივებს, დაატენიანებს, ელასტიურობას გაზრდის და კანის რელიეფს გაასწორებს.
შინაურული ნიღბის შემადგენლობა ძალიან კარგია. ამასთან, ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია.
ნიღაბი ღრმა ნაოჭების მოსაშორებლად
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხის გული
- 1 ჩ/კ მზესუმზირას ზეთი
- 1 ჩ/კ ახალი ლიმონის წვენი
- 5 წვეთი E ვიტამინი
- 1 ჩ/კ გარგარის ზეთი
მომზადება:
- მზესუმზირას ზეთი კანს კარგად ატენიანებს, ამიტომ ნიღაბში მისი გამოყენება აუცილებელია. ხოლო გარგარის ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა ზეთით, მაგალითად, ავოკადოს, ზეითუნის, ატმის ან ნუშის ზეთით.
- კვერცხის გული მინის თასში ჩადეთ და ცოტა ათქვიფეთ. მზესუმზირას ზეთი და ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. ამის შემდეგ გარგარის ზეთი და E ვიტამინი დაუმატეთ და კვლავ კარგად აურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს.
- დაბანილ, სუფთა სახეზე ნიღბის ერთი ფენა წაისვით. როგორც კი ცოტა გაშრება, მეორე ფენა გადაისვით. ნიღაბი 15 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ასეთი სილამაზის ნიღაბი კვირაში 3–ჯერ გაიკეთეთ. არა მხოლოდ სახეზე, არამედ ყელზე, დეკოლტეს ზონასა და ხელებზე წაისვით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს