საკვერცხეების კისტა: მიზეზები, სიმპტომები და რეცეპტები სწრაფად გასაქრობად

2661

ბევრი კისტა საკვერცხეებში არის „ფუნქციური კისტა“, რომელთაც ესტროგენის ჭარბი წარმოება იწვევს. როცა საკვერცხეებში ფოლიკულა, რომელიც ჰორმონებს აწარმოებს და შემდეგ კვერცხუჯრედიდან გამოიყოფა, არ იშლება, არამედ ზომაში იზრდება, კისტა ვითარდება.

სხვა შემთხვევაში ფოლიკულა კვერცხუჯრედიდან გამოდის, მაგრამ მასში სითხე გროვდება, რომელიც 4 სმ–მდე აღწევს. შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დაგროვება, სისხლჩაქცევა და მუცლის ძლიერი ტკივილი.

კისტა კეთილთვისებიანია და ნაყოფიერების ასაკში ჩნდება. მას სამედიცინო მკურნალობა არ სჭირდება, რადგან რამდენიმე კვირაში თავისით ქრება.

საკვერცხეების კისტის სიმპტომები:

დაავადება ბევრ სიმპტომს არ იწვევს, მაგრამ საკვერცხეებში ასეთი სიმსივნის დროს ქალებს შეიძლება აწუხებდეთ შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი მენჯის არეში;
  • მუცლის შებერილობა;
  • დისკომფორტი და ტკივილი ნაწლავების დაცლის დროს;

სიმპტომების შემსუბუქება და გაქრობა ბუნებრივი საშუალებებით შეიძლება. ისინი ეფექტური და ეკონომიური მეთოდებია.

Vivien გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს საკვერცხეების კისტის გასაქრობად. ზოგიერთ მცენარეს და პროდუქტს ამ დაავადებასთან ეფექტურად ბრძოლა შეუძლია.

  • დარიჩინი: 2 ჭიქა დარიჩინის ჩაი მენსტრუაციის დაწყებამდე დალიეთ. ასე კისტის დაშლას ხელს შეუწყობთ. ასევე კოლიკს შეამცირებთ და მუცლის შებერილობას მოიშორებთ. ცეილონის დარიჩინი ანტიკოაგულანტური, ასევე ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ცნობილია. ასე რომ, ამ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა.
  • ბაბუაწვერა: მისი ნაყენი ჰორმონებს აბალანსებს და საკვერცხეების კისტის გაქრობაში გვეხმარება. დღეში 3 ფინჯანი დალიეთ, რომ ამ დაავადებას შეებრძოლოთ. 2 ჩ/კ ბაბუაწვერას ფესვი თერმოსში ჩაყარეთ და 1 ლ ცხელი წყალი დაასხით. 1-2 საათით დააყენეთ და თბილი ნაყენი დალიეთ.
  • ძირტკბილა: მისი თვისებები საკვერცხეების კისტის დაშლას ხელს უწყობენ. ძირტკბილას ნაყენი რეკომენდებული არაა, როცა ქალს მაღალი წნევა აქვს.
  • ცერეცო: ამ ტიპის დადებითთვისებიანი სიმსივნის განვითარების თავიდან ასაცილებლად ცერეცო მიიღეთ. ამ მცენარეს სპაზმის მომხსნელი თვისებები აქვს და იდეალურია ანთების, ასევე საკვერცხეების კისტის სამკურნალოდ.

სხვა ალტერნატივები და ბუნებრივი მეთოდები საკვერცხეების კისტის სამკურნალოდ

  • თბილი კომპრესები. როცა ტკივილი და შეშუპება აუტანელ დისკომფორტს იწვევს, თბილი კომპრესი გამოიყენეთ. სველი, თბილი სალფეთქები მენჯის არეში დაიფინეთ.
  • არომათერაპია. ლავანდის ან ილანგ–ილანგის ზეთები გამოიყენეთ, რომლებიც კისტით გამოწვეულ ტკივილს ამსუბუქებენ.
  • ნუშის და ნემსიწვერას ეთერზეთები. ამ ზეთების ნარევი ნაზი, წრიული მოძრაობით შეიზილეთ. შედეგად, ტკივილს და დისკომფორტს სწრაფად გააქრობთ.
  • რაციონის შეცვლა. მნიშვნელოვანია, რომ კვების რაციონში ჩართოთ E ვიტამინი, მაგნიუმი, ასევე B ჯგუფის ვიტამინები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს