კანდიდოზი: შინაურული ტესტი, მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის 5 მეთოდი

1050

Vivien გთავაზობთ შინაურულ ტესტს, რომლის დახმარებით გაიგებთ, გაქვთ თუ არა კანდიდოზი. ასევე გიამბობთ, თუ რა იწვევს კანდიდოზს, რა სიმპტომებს ახლავს და როგორ ვიმკურნალოთ.

უცნობია, როგორ წარმოიშვა ეს ტესტი სოკო კანდიდის გამოსავლენად, მაგრამ უკვე დიდი ხანია გამოიყენება და ერთ–ერთ საიმედო მეთოდად ითვლება.

ამ სოკოს რაოდენობის ზრდას ბევრი შაქრიანი პროდუქტის და ანტიბიოტიკების მიღება, ქრონიკული სტრესი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ასევე დიაბეტი იწვევს.

როგორც წესი, ორგანიზმში 2 ან მეტი ტრიგერი არსებობს. მაგალითად, შაქრიანი პროდუქტების მიღება და ანტიბიოტიკებით მკურნალობა. თუ ძლიერ სტრესს განიცდით, დიდი ალბათობით, სოკო აქტიურად ვითარდება.

უნდა გესმოდეთ, რომ ადამიანების უმეტესობას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სოკო Candida albicans უკვე აქვს. ეს მიკროორგანიზმი ნაწლავებში ბუნებრივად არსებობს. ის დაბალანსებული სისტემის ნაწილია, რომელიც გვეხმარება საჭმლის მონელებაში, ფორმების და კარგი განწყობის შენარჩუნებაში.

ტესტი კანდიდის გამოსავლენად

ორგანიზმში კანდიდოზის გამოსავლენად შემდეგი ტესტი ჩაიტარეთ.

როცა დილით გაიღვიძებთ (კბილები არ გაიხეხოთ, პირის ღრუში წყალი არ გამოივლოთ, არაფერი დალიოთ), ცოტა ნერწყვი შეაგროვეთ და სუფთა, წყლით სავსე ჭიქაში ჩააფურთხეთ.

1–30 წუთში ჭიქაში ჩაიხედეთ. თუ ნერწყვის ნაწილი ან მთლიანად ნერწყვი ჭიქის ძირში ჩაიძირა ან წყალი აიმღვრა, შესაძლოა კანდიდოზის პრობლემები გაქვთ.

ჯანმრთელი ნერწყვი უბრალოდ წყლის ზემოთ ტივტივებს.

შესაძლოა, საღამოს ჭიქა წყლის ლოგინის გვერდით დადება მოგინდეთ.

კანდიდოზი მსხვილ ნაწლავში იწყება. დროთა განმავლობაში, როცა ამ სოკოს საფუარი მრავლდება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან წვრილ ნაწლავში გადადის, შემდეგ კუჭში (მუცლის შებერილობა, კუჭის აშლილობა), საყლაპავში და პირში.

თუ სოკო ძალიან ბევრია, ენაზე და ლოყის შიდა მხარეს თეთრ ნადებს დაინახავთ. საფუარი ჩაიძირება, რადგან წყალზე მძიმეა. თუ საფუარი არაა, ნერწყვი წყალზე იტივტივებს.

თუ კანდიდოზს არ გააკონტროლებთ, სისხლში ტოქსინებს გამოყოფს და ბევრ უსიამოვნებას გამოიწვევს, მათ შორისაა:

  • კვებითი ალერგია
  • სოკოს ინფექციები
  • შაქრისკენ ლტოლვა
  • კონცენტრაციის დაქვეითება, გულმავიწყობა
  • შეშუპება, ყაბზობა
  • დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • სხეულის უსიამოვნო სუნი
  • სქელი, თეთრი ნადები ენაზე
  • დეპრესია
  • კანზე გამონაყარი, როგორიცაა ეგზემა, აკნე
  • სუსტი იმუნიტეტი

კვების გამოყენებით ბაქტერიების ოპტიმალურ ბალანსს აღადგენთ და სიმპტომებს გააქრობთ. მოთმინება გამოიჩინეთ, რადგან შეიძლება თვეები გავიდეს, სანამ სიმპტომებს სრულად მოიშორებთ.

5 მეთოდი კანდიდის ბუნებრივად მოსაშორებლად:

1. შაქრის და რაფინირებული ნახშირწყლების მიღება მნიშვნელოვნად შეზღუდეთ

ასეთი პროდუქტები კანდიდას კვებავენ და მის ზრდას ხელს უწყობენ, ამიტომ თავი აარიდეთ, სანამ სიმპტომები არ გაუმჯობესდება. დაბალი გლიკემიური ინდექსის ხილი მიირთვით.

2. ნატურალური სოკოს საწინააღმდეგო პროდუქტები მიიღეთ

პროდუქტები, როგორიცაა ნიორი, ხახვი, ქოქოსის ზეთი, ვაშლის ძმარი, გვირილა, ლავანდა, კოჭა, ლიმონი და კაიენის წიწაკა, ორგანიზმს ზედმეტი კანდიდის მოშორებაში დაეხმარება.

3. პრობიოტიკები მიიღეთ

პრობიოტიკები შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს სასარგებლო ბაქტერიების აღდგენაში, რომლებიც კანდიდის ზრდის გამო დაიკარგა.

4. სტრესი შეამცირეთ

სტრესის მაღალი დონე სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს, რაც თავის მხრივ კანდიდის ზრდას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, საკუთარი თავი შეიყვარეთ და ბევრი დაისვენეთ.

5. დეტოქსიკაციის ბუნებრივ სისტემებს მხარი დაუჭირეთ

საფუარის მოშორებას აჩქარებს უმი პროდუქტები, რომლებიც ნაწლავებს წმენდენ, ასევე პროდუქტები, რომლებიც ტოქსინებს გამოდევნიან. ასეთია ქინძი, ოხრახუში, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ჭარხალი, ბაბუაწვერა, წყალმცენარე, არტიშოკი, კურკუმა და ვაშლი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს