სისხლის ცუდი მიმოქცევის 7 სიმპტომი და რჩევები მათ სწრაფად გასაქრობად

2822

სისხლის კარგი მიმოქცევა ყველა ორგანოს სწორი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

სისხლის მიმოქცევის ცვლილებებმა შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანზე გავლენა მოახდინოს და ტვინის, ღვიძლის, თირკმლების, გულის და ქვედა კიდურების მუშაობაში სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, ორგანიზმის სიგნალებს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ მომავალი გართულებები თავიდან აიცილოთ.

Vivien გთავაზობთ სისხლის ცუდი მიმოქცევის 7 სიმპტომს, რომელთა აღმოჩენით დროულად მკურნალობის დაწყებას და სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ.

  1. ჩხვლეტის შეგრძნება. მსუბუქი ჩხვლეტის შეგრძნება ხშირად ფეხებში ვლინდება და, როგორც წესი, ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. არადა ეს სისხლის მიმოქცევის სისტემაში დარღვევაზე ნიშანს გაძლევთ.
  2. შესიებული ფეხები და ტერფები. ჩვეულებრივ, დღის ბოლოს ვლინდება და ფეხებში სიმძიმე ახლავს, რაც აშკარა ნიშანია, რომ სამედიცინო სპეციალისტთან გამოკვლევა გჭირდებათ.
  3. ფეხებში დაღლილობა. ეს შეგრძნება ხშირად აწუხებთ მათ, ვინც სისხლის ცუდი მიმოქცევით იტანჯება.
  4. ტკივილი სიარულის დროს. ეს სიმპტომი შეიძლება სახსრების ტკივილში აგერიოთ, მაგრამ ასევე შეიძლება სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშანი იყოს. დისკომფორტი დგომის ან გარკვეული ხნით სიარულის შემდეგ ვლინდება.
  5. ვარიკოზული ვენები და ვარსკვლავური სისხლძარღვები. სისხლის ცუდი მიმოქცევის გამო სისხლი გროვდება. შედეგად, ვენები და სისხლძარღვები კანის ზედაპირზე სივდება და ფეხის და ტერფის კანზე ხილული ხდება. ვარიკოზული ვენების მკურნალობა შინაურული საშუალებებით შეგიძლიათ, მაგრამ სჯობს მათი წარმოშობის ნამდვილი მიზეზები იცოდეთ.
  6. დაღლილობა. სისხლის მიმოქცევის შენელების გამო კუნთები მკვებავ ნივთიერებებს და ჟანგბადს შეზღუდული რაოდენობით იღებენ. შედეგად, ეს საერთო დაღლილობას იწვევს. ჩვეულებრივ, კუნთების ტკივილი, ასევე ქოშინი ახლავს.
  7. კოგნიტური უნარების შემცირება. ტვინი ორგანოა, რომლის სწორად ფუნქციონირება დიდწილად სისხლის მიმოქცევაზეა დამოკიდებული. სისხლის ცუდი მიმოქცევის შედეგად კოგნიტური ფუნქციები ქვეითდება. ყურადღების კონცენტრაცია და მეხსიერება, როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი, უარესდება.

სისხლის ცუდი მიმოქცევის პრობლემების გადასაჭრელად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

  • კრემის ან ზეითუნის ზეთის გამოყენებით მასაჟი. ტერფებიდან დაიწყეთ და ბარძაყებთან დაასრულეთ. სასურველია, პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტაროთ.
  • პროდუქტების მიღება, რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებენ. ასევე კალიუმით მდიდარი პროდუქტები მიიღეთ.
  • ალკოჰოლის მიღება შეზღუდეთ და მოწევას თავი დაანებეთ.
  • მარილის მიღება შეამცირეთ და ზღვის ან ჰიმალაის მარილით ჩაანაცვლეთ.
  • ფეხის თითებით ივარჯიშეთ. იდეალურია, ზამთარში სავარჯიშოდ. ასე სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ.

ამ რეკომენდაციებით გაუმჯობესებას შეამჩნევთ, მაგრამ ყოველთვის სასურველია სპეციალისტთან კონსულტანცია, რომ მომავალში რაიმე გართულება თავიდან აიცილოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს