ორგანიზმში ჰემოგლობინის დეფიციტი უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებას ართულებს. შედეგად, ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, გაღიზიანება, თავბრუსხვევა და ძილიანობა.
ამ სიმპტომების და ანემიის თავიდან ასაცილებლად რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება მთავარი გასაღებია. Vivien გთავაზობთ პროდუქტებს, რომელთა მიღება ჰემოგლობინის გაზრდაში დაგეხმარებათ და ანემიას თავიდან აგაცილებთ.
რკინის, ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად მთავარი მინერალის, ათვისებაში ზოგიერთი პროდუქტი გვეხმარება. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ამის კარგი მაგალითია. მეორე მხრივ, ზოგიერთი პროდუქტი რკინის ათვისებას აუარესებს, მაგალითად, რძე და რძის პროდუქტები. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დროს მათ მიღებას თავი აარიდეთ.
ნუშის და თაფლის სიროფი
ნუში და თაფლი რკინით, სპილენძით, ასევე სხვა მინერალებით და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებია. შედეგად, ჰემოგლობინის სინთეზს ხელს უწყობენ. მათი მიღება იდეალურია ანემიის პრევენციისთვის, ასევე მასთან და მის სიმპტომებთან საბრძოლველად.
1 ჭიქა წყალში 5-7 ნუშის კაკალი მოათავსეთ. მთელი ღამე გააჩერეთ. დილით დააქუცმაცეთ და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. ნახევარი საუზმის წინ შეჭამეთ, მეორე ნახევარი საღამოს.
ჭარხალი, სტაფილო და ფორთოხალი
70-100 გრ ჭარხალი და რამდენიმე (100-150 გრ) სტაფილო გათალეთ. დააბლენდერეთ, რომ წვენი მიიღოთ. 1 ფორთოხლის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 10 დღე ზედიზედ უზმოზე დალიეთ. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი კვლავ გაიმეორეთ.
რკინით მდიდარი პროდუქტები
ხორცი და ზღვის პროდუქტები
ქათმის ხორცი, ხბოს ღვიძლი, მოლუსკები, ხამანწკები, წითელი და თეთრი ხორცი რკინის შესანიშნავი წყაროა. დიახ, უფრო ჯანსაღი ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ წითელი ხორცის ჭარბად მიღება არ ღირს, სჯობს თეთრი ხორცი მიირთვათ.
პარკოსნები
პარკოსნები ნებისმიერი ტიპის დიეტის მთავარი პროდუქტია. თუ ანემია გაწუხებთ, რეკომენდებულია მიირთვათ ოსპი, ლობიო, ბარდა. ეს პროდუქტები რკინის შესანიშნავი ბუნებრივი წყაროები არიან.
ხილი და ბოსტნეული
ხილსა და ბოსტნეულს შორის რკინით მდიდარი პროდუქტები გვხდება. მათ შორის ლიდერობს ჭარხალი, ლეღვი, გოგრა, ბანანი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი და მანგოლდი, ასევე ყურძენი და ბროკოლი.