კბილების ჯანმრთელობის და სისუფთავის შენარჩუნება პირის ღრუს სწორი ჰიგიენის განუყოფელი ნაწილია. ბევრი ადამიანი ამას უგულებელყოფს, მაგრამ პირის ღრუს ჯანმრთელობა უზრუნველყოფს:
- საჭმლის სწორად მონელებას;
- ძლიერი იმუნიტეტის შენარჩუნებას;
- მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდაჭერას;
ბაქტერიები კბილებზე ძალიან სწრაფად მრავლდება, ასევე კბილების დაშლის მთავარი მიზეზი ხდება. ბაქტერიების გარდა, ნადები კბილების ჯანმრთელობისთვის კიდევ ერთი დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა პირის ღრუ რეგულარულად უნდა გაიწმინდოს.
დღეს Vivien გიამბობთ მარტივი რეცეპტის შესახებ, რომლის დახმარებით პირის ღრუს გაწმენდას, ნადების, ბაქტერიების და კბილის ქვის მოშორებას შეძლებთ. ამ რეცეპტის მთავარი ინგრედიენტია საკვები სოდა, ამიტომ კბილების სიყვითლეს მარტივად მოიშორებთ.
ეფექტური მეთოდი კბილების გასათეთრებლად
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ საკვები სოდა
- ½ ჩ/კ მარილი
- ¼ ჭიქა თბილი წყალი
- ¼ ჭიქა წყალბადის ზეჟანგი
- პირის ღრუს სავლები სითხე (ანტისეპტიკი)
ინსტრუქცია:
- პირველ რიგში, საკვები სოდა და მარილი კარგად აურიეთ. შემდეგ ჯაგრისი წყალში დაასველეთ და სოდის ნარევში ამოავლეთ. ამ ნარევით კბილები გაიწმინდეთ.
- ამის შემდეგ თბილი წყალი და წყალბადის ზეჟანგი აურიეთ და პირში გამოივლეთ. შემდეგ ცივი წყალი გამოივლეთ.
- საბოლოოდ, დარჩენილი ნადები და კბილის ქვა კბილის ძაფით ნაზად მოიშორეთ და ანტისეპტიკური სითხე გამოივლეთ.
პროცედურა ძალიან ხშირად არ ჩაიტაროთ, რადგან ასე კბილის მინანქარს დაასუსტებთ.
გახსოვდეთ, ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია!