ჩაის რეცეპტი ცხიმების დასაშლელად, ოსტეოპოროზის და სიმსივნის პრევენციისთვის

936

დღეს Vivien გიამბობთ, თუ რატომ არის ეფექტური მწვანე ჩაი და როგორ მოამზადოთ ყველაზე გემრიელი ჩაი თქვენი ყოველდღიური კვების რაციონისთვის.

მწვანე ჩაის უპირატესობა

დღეში 1–3 ფინჯანი მწვანე ჩაის დალევით შემდეგ უპირატესობებს მიიღებთ:

  • მასში შემავალი კოფეინის წყალობით კონცენტრაციას და ყურადღებას გაზრდით. რეკომენდებულია, დალიოთ დილით, ხოლო საღამოს მოერიდოთ.
  • სისხლძარღვების გაფართოებას აუმჯობესებს და გულ–სისხლძარღვთა დაავადებების (გულის შეტევების) პრევენციას ხელს უწყობს.
  • ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ასევე ცხიმების დაშლას ზრდის.
  • საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
  • ზოგიერთი სიმსივნის, განსაკუთრებით ძუძუს კიბოს განვითარებას აფერხებს. ამ ეფექტს ჯერ კიდევ სწავლობენ.
  • ჭამის სურვილს აკონტროლებს, ასევე დაგროვებული კალორიების სწრაფად წვას ხელს უწყობს.
  • ხანდაზმულ ქალებში ოსტეოპოროზს აფერხებს.

გახსოვდეთ, რომ მწვანე ჩაის ჭარბად მიღება არასასურველ შედეგებს გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, დღეში მაქსიმუმ 3 ფინჯანი მწვანე ჩაის მიღებაა რეკომენდებულია. ფრთხილად იყავით, თუ ორსულად ხართ ან წყლულები და ანემია გაწუხებთ.

მწვანე ჩაი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ფლავონოიდები და ქსანტინები. დადგენილია, რომ ამ ნივთიერებების წყალობით მწვანე ჩაის რეგულარული გამოყენება ჭარბ წონას ამცირებს.

მწვანე ჩაის სწორი მოხმარებით ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, რასაც ხელს უწყობს გაძლიერებული თერმოგენეზი (მეტაბოლური რეაქციების ხარჯზე ორგანიზმში სითბოს გამომუშავების უნარი).

თერმოგენეზის ზრდა ენერგიის ხარჯვის გაზრდით სხეულის მასის შემცირებას ხელს უწყობს. ამასთან, კვლევის თანახმად, ამ ჩაის მიღებისას რაციონიდან ნაკლები ცხიმი შეიწოვება.

მეორე მხრივ, ქსანტინი ტრიგლიცერიდების დაშლას ხელს უწყობს. ამ ტრიგლიცერიდების ნარჩენები კი დანაყრების გრძნობას აძლიერებს. შედეგად, მადა და ტკბილი და ცხიმიანი კერძების მიღების სურვილი ქვეითდება.

მწვანე ჩაის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ მწვანე ჩაი
  • 1 ჭიქა ცხელი წყალი (იდეალური ტემპერატურა: 70°C)
  • ¼ ჩხირი დარიჩინი ან ½ ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი
  • ლიმონის წვენი და თაფლი გემოვნებით
  • სანელებლები გემოვნებით (მიხაკი, მუსკატის კაკალი, ილი, კვლიავი და ა.შ.)

მომზადება:

  1. ჩაი, დარიჩინი და ცხელი წყალი თერმოსში მოათავსეთ და 3 წუთით გააჩერეთ. გადაწურეთ, ლიმონის წვენი და თაფლი დაუმატეთ.
  2. ცხელი ჩაი ჭამის შემდეგ დალიეთ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ხოლო ცივი ჩაი (25-30°C) დილით ან ჭამის წინ, რომ მადა შეამციროთ და, შესაბამისად, მხოლოდ იმდენი ულუფა შეჭამოთ, რამდენიც გჭირდებათ.
  3. მზა ჩაი შეგიძლიათ 1 დღე შეინახოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს