Vivien გიზიარებთ ერთ–ერთი ბლოგერის სასარგებლო ინფორმაციას, თუ როგორ იზრუნოთ მშრალ ხელის კანზე მარტივი ნიღბის გამოყენებით.
“რამდენიმე თვალის კრემი მაქვს, რომლებიც არ გამომადგა. ბრენდების სახელებს არ ვიტყვი, რომ ანტირეკლამად არ ჩამეთვალოს, რადგან კრემებს შესანიშნავი ფორმულები აქვთ. უბრალოდ მე არ მომიხდა: ცხვირი მეჭედებოდა და თვალები მიცრემლიანდებოდა.
ჩემთვის „ლამაზი ქალი“ ნიშნავს მოვლილ სხეულს, ფორმებს, კანს და თმას. ყველაფერი დანარჩენი: ტანსაცმელი, მაკიაჟი, ვარცხნილობა, გელლაქი და ა.შ მხოლოდ ლამაზი სხეულის დამატებაა, რომლის მოგვარებას საჭიროების შემთხვევაში 2 საათში შეძლებთ.
ასაკი გვემატება და სისულელეა, რომ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდული გარეგნობის მიღება ვცადოთ. თუმცა მოვლილი კანის მიღება და წლების ღირსეულად ტარება შესაძლებელია. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ კვლავ „თეთრი ყვავი“ ვარ? ბევრი კრემი მაქვს, მათ შორის ხელის კრემიც. თუმცა ძვირადღირებული კრემებიც ზედაპირულად მუშაობს.
უბრალოდ ზედაპირულ დამცავ ფირს ქმნის. პირველივე ხელის დაბანაზე კანი უბრუნდება თავდაპირველ სიმშრალეს გამოხატული რელიეფით და უწესრიგობებით.
გრძელვადიანი დამატენიანებელი ეფექტი მშრალი ხელის კანისთვის
დაგჭირდებათ ვინილის (დაუპუდრავი) ჰიპოალერგიული ხელთათმანები, წარუმატებელი თვალის კრემი, რომელიც არ გენანებათ და შრატი სკვალანით.
მინის ჭურჭელში 1 პორცია თვალის კრემს 3 წვეთი შრატი სკვალანით აურიეთ. ნიღბის წასასმელი ფუნჯით კარგად აურიეთ. მას მკვრივი ჯაგრები აქვს, რომელიც ნარევს არ იწოვს.
ხელის კანზე წაისვით და ხელთათმანი ჩამოიცვით. უფრო კომფორტულად რომ დაიძინოთ, შეგიძლიათ ხელთათმანების თითების წვერები მაკრატლით გადაჭრათ. დილით ლოსიონი მოიშორეთ. ასეთი თანაბარი და შიგნიდან დატენიანებული კანი სალონური პროცედურის შემდეგაც არ მაქვს.
ნიღაბი შეგიძლიათ ფრჩხილებზეც წაისვათ, ხოლო ხელთათმანის თითების წვერები არ გადაჭრათ, თუ ასე თქვენთვის უფრო კომფორტულია. ზემოდან თბილი ხელთათმანები ჩამოიცვით, თუმცა მე არ მიცდია.
მაშინაც კი, თუ ხელებს საპნით დაიბანთ, კანი მაინც რბილი და თანაბარი დარჩება.
რატომ ვინილის ხელთათმანი და არა ჩვეულებრივი ლატექსის ან სხვა რეზინის ხელთათმანი?
ვინილის ხელთათმანი კანს არ აზიანებს და სახსრებზე გავლენას არ ახდენს, ალერგიას და სხვა უსიამოვნებას არ იწვევს. დაუპუდრავი ხელთათმანები გამოიყენეთ, რადგან ნიღაბში დამატებითი ინგრედიენტები არ გჭირდებათ. საერთოდ, ნიღაბში არაფერი ზედმეტი სასურველი არაა.
ვინილის ხელთათმანები შეგიძლიათ ხელზე დიდხანს ატაროთ და ჩვენს შემთხვევაში იდეალურია. მკვებავი კრემი ხომ მთელი ღამე უნდა გაიჩეროთ, ამისთვის კი თავი კომფორტულად უნდა ვიგრძნოთ.
ამასთან მასალა სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის მიმართ გამძლეა და მავნე კომპონენტებს არ გამოყოფს, რომლებიც შეიძლება კანის ზედაპირმა შეიწოვოს. ასევე ცილებს და ლატექსის ელემენტებს არ შეიცავს. მოკლედ, კომფორტული ნივთია.”