ქაფურის სპირტი: ეფექტური და იაფი საშუალება სახლისა და ბაღისთვის

1973

ქაფურის სპირტის 10%–იანი ხსნარის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ. თეთრებად ღირებული საშუალება წარმოუდგენლად სასარგებლოა, და არა მხოლოდ სამკურნალოდ. კანზე წასმის გარდა შეგიძლიათ თაროებზე დაახარისხოთ. ყველაფერი მარტივია. ქაფურს გამძლე, ოდნავ მძაფრი, სამედიცინო სუნი აქვს. ეს სუნი არ უყვარს ბევრ მწერს, როგორიცაა სხვადასხვა ჩრჩილი (ტანსაცმლის და მარცვლეულის), ხოჭო, ტკიპა (ობობის ტკიპა) და სხვა პატარა მწერი. სწორედ ამიტომ, ქაფურის სპირტში დასველებულ ქაღალდის სალფეთქს ან პატარა ჩვარს აქტიურად იყენებენ. მათ თაროებზე აწყობენ და იმ ადგილებზე ამაგრებენ, სადაც მწერების არსებობა სასურველი არაა.

ისე მოხდა, სოფელში რამდენიმე ბოთლი ქაფურის სპირტი დამრჩა. ერთ დროს ჩვენს ძაღლს ყურების პრობლემა ჰქონდა და ვეტერინარის რჩევით დასამუშავებლად და სამკურნალოდ ვიყიდეთ. განკურნების შემდეგ რამდენიმე ზედმეტი ბოთლი ქაფური დამრჩა. ამ სიმდიდრის ნაგავში გადაყრაზე გული არ მიმდიოდა. აღმოჩნდა, რომ კარგია, რომ შევინახე. ახლახანს ერთ–ერთ იუთუბ არხზე (Procvetok) ქაფურის სპირტის გამოყენების მეთოდები აღმოვაჩინე. მათ ინფორმაციას ვენდობი, რადგან ბლოგერები ბელარუსიელი ბიოლოგები არიან. Vivien გიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას, თუ როგორ გამოიყენოთ ქაფურის სპირტი სახლსა თუ ბაღში.

ქაფურის სპირტი ნამდვილი მხსნელია, რომელიც სახლში, ბაღსა თუ ბოსტანში მავნებელ მწერებს მოგაშორებთ. ერთ დროს სხვადასხვა მავნებლების საწინააღმდეგო არყის კუპრში დასვენებულ ჩვრებს ვიყენებდი, სანამ არ გავიგე, რომ არყის კუპრი მხოლოდ მავნებლებისთვის არ არის საზიანო. მის მიერ გამოყოფილი კანცეროგენების გამო პროდუქტების ჯანმრთელობისთვის სახიფათო სიაში ხვდება. ბოლო დროს ჩრჩილის მოსაშორებლად ნაფტალინს ვიყენებდი. ქაფურის სპირტს მსგავსი მოქმედება აქვს, მაგრამ ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე ნაფტალინი და არყის კუპრი.

1. ქაფურის სპირტი ჩრჩილისა და ხოჭოს მოსაშორებლად სამზარეულოში

ერთ ორთაროიან სამზარეულოს კარადაში ერთჯერადად დაგჭირდებათ 40 მლ სპირტი (10%–იანი ხსნარი). ქაღალდის სალფეთქი ან პირსახოცი აიღეთ და ქაფურის სპირტში კარგად დაასველეთ, შემდეგ კარადაში თაროებზე დააწყვეთ, სადაც მარცვლეულს ინახავთ. ამ პროცედურამდე მარცვლეული გადაარჩიეთ. თუ უკვე ჩრჩილით და ხოჭოთი დაზიანებული პაკეტები გაქვთ, გადაყარეთ. დანარჩენი მარცვლეული მინის ქილებში ან ცელოფნის პაკეტებში შეინახეთ, რომ მარცვლეულში ქაფურის სპირტის შეღწევა თავიდან აიცილოთ. სპირტში დასვენებული სალფეთქები კვირაში ერთხელ გამოცვალეთ და ეს პროცედურა 3-4-ჯერ ჩაატარეთ. ანუ ერთ კარადაზე დაახლოებით 3-4 ბოთლი ქაფურის სპირტი დაგჭირდებათ.

2. ქაფურის სპირტი ჩრჩილების მოსაშორებლად ტანსაცმლის კარადაში

ერთ ორთაროიან ტანსაცმლის კარადაზე ერთჯერადად 2 ბოთლი ქაფურის სპირტი დაგჭირდებათ. სხვა მხრივ მოქმედების პრინციპი იგივეა, როგორც სამზარეულოს კარადაში ჩრჩილისა და ხოჭოს მოშორების შემთხვევაში. ქაღალდის სალფეთქები სპირტში დაასველეთ და კარადის თაროებზე ზემოთ–ქვემოთ დააწყვეთ. ტანსაცმელი ქაფურის სუნს შეიწოვს, რაც ეფექტს გააძლიერებს. ქაფურის სპირტის სუნი სუფთა ჰაერზე 2-3 საათში აორთქლდება.

3. ქაფურის სპირტი ბაღსა და ბოსტანში მავნებლების საწინააღმდეგოდ ჭარხლის, სტაფილოს, ხახვის, ნივრის და კომბოსტოს კვლებში

50 გრ დიასახლისის საპონი 1 ლ წყალში გააზავეთ. წვრილ–წვრილად 100-120 მლ ქაფურის სპირტი (3 ბოთლი) დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 5 ლიტრამდე წყალი დაასხით. სტაფილოს და ხახვის ბუზის, ასევე სხვა ნიადაგის მავნებლების საწინააღმდეგოდ მცენარეები ამ ხსნარით მორწყეთ. ხსნარი შეგიძლიათ სპრეი ბოთლში ჩაასხათ და მიწა და ნაწილობრივ მცენარე ამით დანამოთ. მართალია, ფრთათეთრასთან გამკლავებას ვერ შეძლებთ, მაგრამ სუნი მასაც დააფრთხობს. სხვადასხვა ბუზები, ობობის ტკიპები და სხვა მავნებლები თქვენს ნაკვეთს დატოვებენ.

4. ქაფურის სპირტი სათბურში მავნებლების საწინააღმდეგოდ

40 მლ–იანი 2 ბოთლი ქაფურის სპირტი 12 მეტრიან სათბურში გამოიყენეთ. ქაფურის სპირტით ქაღალდის სალფეთქები ან ჩვრები დაამუშავეთ და მთელ სათბურში ჩამოკიდეთ. ამ დროს სჯობს სათბური კარგად დახუროთ. სასურველია, კვირაში 2–ჯერ სათბური ამ პროცედურით დაამუშავოთ.

5. ქაფურის სპირტი მახრების და თხუნელების საწინააღმდეგოდ

თუ თხუნელების და მახრების კვალი შენიშნეთ, მათში ქაფურის სპირტი ჩააწვეთეთ ან ქაფურის სპირტში დასველებული სალფეთქები და ჩვრები ჩაყარეთ.

ქაფურის სპირტი უსაფრთხო საშუალებაა და ბოსტნეულიდან და ხილიდან ჩვეულებრივი გამდინარე წყლით კარგად ირეცხება, რაც დიდი უპირატესობაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს