ჩვენ ღვიძლის, თირკმლების, ნაწლავების, ასევე გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობაზე ვზრუნავთ, მაგრამ ჯირკვლები გვავიწყდება. არადა ორგანიზმში ჯირკვლების მდგომარეობაზე მთელი ორგანიზმის სწორი მუშაობა და ჯანმრთელობაა დამოკიდებული. Vivien გიამბობთ, რატომ არის თირკმელზედა ჯირკვლების სწორი მუშაობა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია და როგორ გავაუმჯობესოთ მისი მდგომარეობა.
ერთ–ერთი ასეთი თირკმელზედა ჯირკვლებია – წყვილი ორგანო, რომელიც თითოეული თირკმლის ზემოთ მდებარეობს. თირკმელზედა ჯირკვლები ოპტიმალური ძილის შენარჩუნებაზე, ასევე ფრჩხილებისა და თმის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
თირკმელზედა ჯირკვლები ბევრ მნიშვნელოვან ჰორმონს გამოყოფს. მაგალითად, სტეროიდებს და ადრენალინს, რომლებიც ორგანიზმს სწრაფად მუშაობაში, ძლიერი იმუნიტეტის შენარჩუნებასა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაში ეხმარება.
გარდა ამისა, თირკმელზედა ჯირკვლები სტრესს ამცირებენ და განწყობას არეგულირებენ. თირკმელზედა ჯირკვლებზე ზრუნვა საკმაოდ მარტივია. უბრალოდ კვირაში 2–3–ჯერ ვიტამინების ნარევი უნდა მიიღოთ, რომლის შესახებ დღეს გიამბობთ.
ინგრედიენტები:
- ბრაზილიური კაკალი
- ხმელი ოხრახუშის ფოთლები
- ნატურალური თაფლი
- დაფქული კოჭა
- ქიშმიში
მომზადება:
- ყველა ინგრედიენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ.
- ხმელი ოხრახუშის ფოთლების და ბრაზილიური ნიგვზის შერევით დაიწყეთ, შემდეგ თაფლი, ქიშმიში და კოჭა დაუმატეთ.
- ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.
გამოყენება:
2 ს/კ ჯადოსნური ნარევი დილით, უზმოზე მიიღეთ. პროცედურა კვირაში 2–3–ჯერ გაიმეორეთ.
ამრიგად, თირკმელზედა ჯირკვლების ეფექტურ მუშაობას ხელს შეუწყობთ. თქვენი კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ძილის პრობლემები გაქრება. ფრჩხილების და თმის სტრუქტურა აღდგება.
გახსოვდეთ, ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ!