იცით თუ არა, რომ სანამ ჩვენ გვძინავს, უჯრედები აღდგენის ციკლს ასრულებენ, უფრო ეფექტურად მუშაობენ და ცხიმს წვავენ.
ამ დროიდან სარგებლის მისაღებად და წონის კლების სტიმულირებისთვის ერთ–ერთი გზაა ძილის წინ გასახდომი ნაყენების დალევა.
Vivien გთავაზობთ ეფექტურ საშუალებებს, რომელთა დახმარებით ძილის დროს წონის დაკლებას შეძლებთ.
1. კოჭის ჩაი დარიჩინით და ლიმონით
არ გატყუებთ, ეს გასახდომი ჩაი ნამდვილი „ბომბია“!. ამაში რომ დარწმუნდეთ, უბრალოდ თავად სცადეთ!
კლასიკური კოჭის ჩაი მოამზადეთ. ყოველ ლიტრ წყალზე 1 ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ დარიჩინი დაუმატეთ. ყოველ საღამოს დაძინებამდე 2 საათით ადრე დალიეთ.
შედეგად, ცხიმს უკეთ დაწვავთ, სისხლს გაწმენდთ, ანთებას შეამცირებთ და მეტეორიზმს მოიშორებთ.
2. ჩაი შტოშით და ჩიათი
ეს ჩაი ერთ–ერთი ფავორიტი საშუალებაა, რადგან ქოლესტერინის და გლუკოზის დონეს არეგულირებს. ძილის დროს ცხიმს აქრობს და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.
1 კოვზი მწვანე ჩაი 1 ჭიქა ცხელ წყალს დაუმატეთ, 1 ს/კ დაქუცმაცებული შტოში და 1 ჩ/კ ჩიას თესლი დაუმატეთ. ჩიას თესლი შეგიძლიათ დაქუცმაცებული სელის თესლით ჩაანაცვლოთ.
3. მწვანე ჩაი პიტნით
ეს ჩაი თქვენი მხსნელია, როცა დღისით შესცოდეთ და მავნე, კალორიული კერძები მიირთვით. მისი კომპონენტები ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, ცხიმების შთანთქმას ამცირებს, ზედმეტ სითხეს აქრობს, ასევე საჭმლის მომნელებელ სისტემას სტიმულირებს.
თუ 1 ფინჯან მწვანე ჩაის დაძინებამდე 2 საათით ადრე დალევთ, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ!
არ არსებობს მიზეზი, რომ წონაში არ დაიკლოთ!