ამ ვიტამინის დეფიციტი ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციების სერიოზულ დარღვევას იწვევს

1906

როცა ფარისებრ ჯირკვლებზე ვსაუბრობთ, ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ იოდი ფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რაც შეეხება მზის ვიტამინს, D ვიტამინს? დღეს Vivien გიამბობთ, თუ რა როლს ასრულებს D ვიტამინი ფარისებრი ჯირკვლების მუშაობაში.

D ვიტამინი ყველაზე მეტად ძვლის ჯანმრთელობაში თავისი როლით ცნობილია. როცა დღე მოკლდება და მზე მცირდება, ხშირად D ვიტამინის დეფიციტს განვიცდით. ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ვიტამინის დეფიციტსა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.

ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვლები, რომელსაც ჰიპერთირეოზი ეწოდება, ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი T4 იწარმოება. შედეგად, იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა წონის კლება, თმის ცვენა, ნერვიულობა, ჰიპერაქტივობა, ემოციური არასტაბილურობა და/ან აღგზნება.

ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი, რომელიც ორგანიზმის ფუნქციების შენელებას იწვევს. ეს შეიძლება იყოს გენეტიკური პრობლემა ან იოდის დეფიციტით გამოწვეული. ზოგიერთი სიმპტომი მოიცავს საერთო ენერგიის დაკარგვას, ნელ მეტაბოლიზმს, ჭარბ წონას, სიცივის მიმართ მგრძნობელობას, პულსის შენელებას, თმის სიმშრალეს და ზოგჯერ დეპრესიას.

რა როლს ასრულებს D ვიტამინი ფარისებრი ჯირკვლების პრობლემაში?

მზის ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრ პროცესში მონაწილეობს, მათ შორის უჯრედების ზრდის კონტროლში, იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და ანთების შემცირებაში. ასევე ძვლებისა და სახსრების ფორმირებასა და მხარდაჭერაში.

D ვიტამინის მიღების 2 მეთოდი არსებობს:

  1. D ვიტამინი იწარმოება, როცა ჩვენს კანზე ულტრაიისფერი სხივები აღწევს.
  2. კვების პროდუქტებიდან.

ამ ვიტამინის საკმარისი რაოდენობის მისაღებად ორი გზა გვაქვს, მაგრამ D ვიტამინის დეფიციტი მაინც გლობალური პრობლემაა. მლრდ–ზე მეტ ადამიანს ამ ვიტამინის დეფიციტი აწუხებს.

დეფიციტის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. მათ შორისაა ცუდი კვება, მზეზე ნაკლები დროის გატარება, ასევე კანის ტონუსი (უფრო მუქი კანი მოქმედებს, როგორც ბუნებრივი მზისგან დამცავი კრემი და D ვიტამინის წარმოებას ანელებს).

D ვიტამინის დეფიციტი ფარისებრი ჯირკვლების პრობლემას უკავშირდება

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ D ვიტამინი იმუნური სისტემის ფუნქციების მართვაში მონაწილეობს.

D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია აუტოიმუნურ დაავადებებთან, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ნაწლავების ანთებითი დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, წითელი მჭამელი და I ტიპის დიაბეტი.

კვლევამ აჩვენა, რომ როგორც D3 ვიტამინის (აქტიური ფორმა), ასევე კალციუმის დეფიციტი ჰიპოთირეოზთან კავშირშია. რაც უფრო მაღალია დეფიციტი, მით უფრო სერიოზულია პრობლემა.

ასევე არსებობს შემთხვევები, როცა ზოგიერთი ადამიანი საკმარისი D ვიტამინის ათვისებას ვერ ახერხებს, თუნდაც მის რაციონში ბევრი D ვიტამინი შედიოდეს.

შედეგად, ფარისებრი ჯირკვლების დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს გენეტიკით ან დეფიციტით ან ორივეთი.

როგორ მოვიქცეთ?

დარწმუნდით, რომ რაციონში საკმარის D ვიტამინს იღებთ. განსაკუთრებით ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა კვერცხი, ზღვის თევზი, ღვიძლი და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.

განსაკუთრებით რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 20 წუთით გარეთ გასვლა. თუ დრო საშუალებას გაძლევთ, რაც შეიძლება შიშველ კანზე 10-15 წუთით მზის აბაზანა მიიღეთ, სანამ ტანსაცმლით ან მზისგან დამცავი კრემით მის დაცვას გადაწყვეტთ. (ზაფხული).

უფრო ცივ და ბნელ თვეებში რაციონში ვირთევზას ღვიძლის ზეთი ჩართეთ. დოზები თქვენი ჯანმრთელობის, ასაკის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იცვლება, სწორედ ამიტომ მიღების წინ თერაპევტს გაესაუბრეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს