რატომ ვერ მალავენ 50+ ასაკის ქალები ცხვირ-ტუჩის ნაოჭებს. მოგითხრობთ რა და როგორ გამოიყენოთ.

1840

დღეს Vivien გიამბობთ იმ შეცდომების შესახებ, რომელთა გამო ცხვირტუჩის ნაკეცებს ვერ ნიღბავთ. ასევე გთავაზობთ მეტნაკლებად ხარისხიან პროდუქტს ამ მიზნით.

პირველ რიგში, კონსილერი სწორად აირჩიეთ. თუ საკმაოდ თვალშისაცემი ნაკეცები გაქვთ, სქელი კონსილერი აირჩიეთ. ყურადღება მიაქციეთ კრემ–კონსილერს NARS Radiant (ყველაზე ხშირად ვიყენებ ფერს Chantilly, რომელიც ამ ხაზის ყველაზე ღია ფერია (სულ 10 ფერია)). რა თქმა უნდა, ყველა არაა მზად, რომ 6 მლ ტუბში 115 ლარი გადაიხადოს, ამიტომ მსგავსი თვისებების, მაგრამ უფრო იაფ ალტერნატივას გთავაზობთ. ესაა L’Oreal Infaillible more than concealer.

კონსილერები ერთმანეთს ძალიანს ჰგავს – სქელი, მარტივად იშლება, კანს არ აშრობს. თუმცა სწრაფად უნდა იმუშაოთ, კანზე არ გაიჩეროთ, რადგან სწრაფად ჯდება და შემდეგ მასთან მუშაობა რთულია. თვალსაჩინოებისთვის:

მას შემდეგ, რაც კონსილერის არჩევაში გავერკვიეთ, შეცდომების გაანალიზებაზე გადავიდეთ.

ცხვირტუჩის ნაკეცის შენიღბვისას დაშვებული შეცდომები

მთავარი შეცდომა, რის გამოც ცხვირტუჩის ნაკეცი არ იმალება: კონსილერის არასწორად, არასწორ ადგილას წასმა.

მნიშვნელოვანია: ჩრდილი ცხვირტუჩის ნაკეცის მაღალი წერტილიდან ქვემოთ ეცემა და ეს ჩრდილი, ჩვეულებრივ, ნაკეცის ადგილას მთავრდება. ნაკეცის ქვემოთ ადგილის გაღიავება აუცილებელი არაა.

სურათს შეხედეთ, 1–ლი წითელი ხაზი გავლებულია კანის ნაკეცის გასწვრივ. ამ ხაზის ქვემოთ ან თავად ამ ხაზზე კონსილერის წასმა საჭირო არაა. კონსილერი ნაკეციდან 1 მმ–ს ზემოთ წაისვით. ამასთან სპონჟით/ფუნჯით კონსილერი უნდა დასვათ ნაკეცის უფრო ბნელ ადგილას – ცხვირთან ახლოს (სურათი 1–ზე ღია წერტილით ნაჩვენებია)

შემდეგ ეს წერტილი ნაკეცის პარალელურად გაწელეთ (სურათი 2). კონსილერი 1-1,5 სმ სიგრძეზე გაწელეთ, უფრო გრძლად არა. ჩაშლისას კონსილერი ისედაც გაიწელება და სიმუქეს დამალავს.

ახლა რაც შეეხება ჩაშლას – კონსილერი ქვემოდან ზემოთ მოძრაობით უნდა ჩაშალოთ (ნომერი მე–2 წითელი ხაზი) – უმაღლეს წერტილამდე არ ახვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხვირტუჩის ნაკეცი უფრო თვალშისაცემი გახდება. შემდეგ პუდრით დააფიქსირეთ.

ამ მეთოდით ცხვირტუჩის ნაკეცს ვიზუალურად დაფარავთ და რაც მთავარია, კონსილერი კანის ნაკეცში არ იჭედება. მეთოდი მოწიფული კანისთვის იდეალურია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს