თუ გაქვთ სახამებელი, მაშინ ეფექტური ანტიასაკობრივი ნიღბის გაკეთება შეგიძლიათ

1007

საკუთარი ხელით მომზადებული სახის ნიღაბი სახამებლით შეიძლება პოპულარული ბოტოქსის ნაცვლად გამოიყენოთ. ის კანს შესანიშნავად ჭიმავს. რეგულარული გამოყენებისას მიმიკური და ასაკობრივი ნაოჭები სწორდება, ნაკლებად შესამჩნევი ხდება. კოსმეტოლოგიაში კარტოფილის სახამებელს იყენებენ. მას ყველაზე ნაზი სტრუქტურა აქვს და კანზე დელიკატურად მოქმედებს.

Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ სახის ანტიასაკობრივი ნიღაბი სახამებლით.

ვისთვის არის სასარგებლო სახამებლის ნიღაბი

რეკომენდებულია ასეთი ნიღბები გაიკეთოთ, თუ გაქვთ შემდეგი ნიშნები:

  • ასაკობრივი ცვლილებები
  • ჩამოწელილი კანი
  • ნაოჭები
  • გამომშრალი კანი
  • აკნე
  • ჭარბი სიმშრალე ან ცხიმიანობა
  • კანის არასაკმარისი კვება
  • გაღიზიანება
  • გაზრდილი მგრძნობელობა

და მაინც, სახამებლის ნიღბის მთავარი დანიშნულება სახის კანის დაჭიმვა და გაახალგაზრდავებაა. მისი გამოყენება სასარგებლოა გამომშრალი კანის და ნაოჭების პრევენციისთვის, სახის ფერის გასაუმჯობესებლად.

სახამებლის მოქმედება კანზე

მკვებავი ნივთიერება, რომელსაც სახამებელი შეიცავს, კანზე შემდეგნაირად მოქმედებს:

  • კანის ზედაპირს აღადგენს;
  • C ვიტამინის ხარჯზე კანის ტონუსს და მოქნილობას ზრდის;
  • PP ვიტამინი უჯრედებში ჟანგვით პროცესებს არეგულირებს, გაახალგაზრდავების პროცესს სტიმულირებს, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას აწესრიგებს;
  • კანის გაწმენდას ხელს უწყობს;
  • კანის ნახშირწყლებით კვებას აუმჯობესებს, მის ფერს აუმჯობესებს, ატენიანებს;
  • კანის ბუნებრივ წყლის ბალანსს აღადგენს;

წყლის მოლეკულები კანში უკეთ ინახება და სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. ამის ხარჯზე კანი ჟანგბადით და მკვებავი ნივთიერებებით მდიდრდება. ვიტამინები და ამინომჟავები კანის ტონუსს ზრდის და აახალგაზრდავებს. დამჭკნარი კანის უჯრედების აღდგენა და სახის გაახალგაზრდავება ხდება.

უკუჩვენებები

სახამებელი ჰიპოალერგიული პროდუქტია. მასზე დაფუძნებული ნიღბები შეგიძლიათ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდშიც გამოიყენოთ.

ერთადერთი გამონაკლისი: ანთებითი პროცესების და ღია ჭრილობების ქონა. თუ ნიღაბში სხვა პროდუქტები შედის, გამოყენების წინ ცოტა რაოდენობა მაჯაზე ან იდაყვზე წაისვით. 20-30 წუთით დაელოდეთ. თუ ამ დროში კანი არ გაწითლდა ან გაღიზიანდა, ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ბევრი წვრილი და ღრმა ნაოჭი, თვალების ქვეშ ტომრები – ამის შესახებ 25+ ასაკის ქალმა ყურმოკვრით არ იცის. როგორც წესი, ამის მოშორება რთულია ან ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა. არადა ყოველთვის გვსურს, რომ ლამაზი და მიმზიდველი ვიყოთ. როგორც იქნა, ნაოჭების გასაქრობად უმარტივესი და იაფი მეთოდი გამოჩნდა. ასეთი ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ სახამებელი და წყალი დაგჭირდებათ!

სასარგებლო რჩევები

სახამებლის ნიღბის ეფექტურობის გასაძლიერებლად დაიცავით შემდეგი წესები:

  • ყოველთვის ახალ მომზადებული ნარევი გამოიყენეთ.
  • სახამებელი თბილ სითხეში (წყალი, რძე, ბალახების ნაყენი) გახსენით.
  • ნიღბის წასმამდე კანს კოსმეტიკის ნარჩენები და ჭუჭყი მოაშორეთ. სახის კანი დაიორთქლეთ, რომ ფორები გაიხსნას.
  • ნიღაბი სახეზე ნაზი მოძრაობით მასაჟურ ხაზებზე წაისვით. ძალა არ დაატანოთ.

ამის შემდეგ დაწექით და ყველა შესაძლო მიმიკას თავი აარიდეთ. პროცედურის დროს სახამებელი კანს ჭიმავს. აქტიური მიმიკა ან საუბარი მის გაწელვას ხელს შეუწყობს.

პროცედურის დასრულების შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით. ექსპერტები გირჩევენ, რომ ნიღაბი კვირაში 2–3–ჯერ გამოიყენოთ.

პროცედურის ხანგრძლივობა – 15 წუთი. სერიოზული კოსმეტიკური პრობლემების გასაქრობად კურსი (15 ნიღაბი) ჩაიტარეთ. პროფილაქტიკისთვის 10 პროცედურა საკმარისია.

სახამებლის ნიღბის რეცეპტები

სახამებლის ნიღაბში გარკვეული ინგრედიენტის დამატებით სხვადასხვა კოსმეტიკური პრობლემის გაქრობას შეძლებთ.

ნაოჭსაწინააღმდეგო ნიღაბი

შემადგენლობა ყველა ტიპის კანს უხდება. სახის დაჭიმვას, დატენიანებას, გამოკვებას და სახის ფერის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ სახამებელი
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 3 ს/კ სტაფილოს წვენი

მომზადება:

სახამებელს 50 მლ თბილი წყალი დაასხით, 100 მლ ცხელი წყალი დაუმატეთ და აურიეთ. სუსტ ცეცხლზე გააჩერეთ, სანამ ნარევი არ გასქელდება. ადუღებამდე არ მიიყვანოთ. შემდეგ მასა გააგრილეთ. წვენი და არაჟანი დაუმატეთ, აურიეთ და სახეზე 20-25 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი მშრალი კანისთვის

ამ ნარევს გამოხატული ლიფტინგის ეფექტი აქვს. ნიღაბი აჯანსაღებს მშრალ კანს, რომელსაც ნაადრევი ნაოჭებისკენ მიდრეკილება აქვს.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ სახამებელი
  • 0,5 ს/კ არაჟანი
  • 1 კვერცხის ცილა
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 100 გრ ბანანი

მომზადება:

სახამებელი 50 მლ თბილ წყალში გახსენით. ბანანიდან პიურე გააკეთეთ. კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ყველა კომპონენტი აურიეთ. ნიღაბი ოდნავ სველ კანზე წაისვით. 20 წუთით გაიჩერეთ, თბილი წყლით ან ბალახების ნახარშით ჩამოიბანეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს