კარგი სისხლის მიმოქცევის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის ყველა უჯრედში ჟანგბადის და აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების მიწოდებაზეა პასუხისმგებელი.
სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ძირითადად, ჭარბი ქოლესტერინი და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედება იწვევს. Vivien გთავაზობთ საუკეთესო შინაურულ საშუალებებს არტერიების კედლების გასაწმენდად და სისხლის მოძრაობის გასაუმჯობესებლად.
ძლიერი საშუალებების მიღება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის სწორად მუშაობას, ამით კი ყველა სახის რისკი მცირდება.
1. მინდვრის შვიტას ნაყენი
ამ მცენარეს შესანიშნავი შარდმდენი თვისებები აქვს. ჭარბი სითხის და ანთების მოშორებით სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს.
დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა წყალი
- 3 ჩ/კ შვიტა
წყალი აადუღეთ, შვიტა დაუმატეთ, 10 წუთში გადაწურეთ. 100-100 მლ ნაყენი დღეში 2–ჯერ დალიეთ.
2. კაიენის წიწაკა
კაიენის წიწაკა ანტიოქსიდანტებით მდიდარია, ჭარბ ქოლესტერინს და ლიპიდებს აქრობს. შედეგად, ერთ–ერთი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს და სისხლს წმენდს.
დაგჭირდებათ:
- ¼ ჩ/კ კაიენის წიწაკა
- 300 მლ წყალი
კაიენის წიწაკა წყალში გახსენით და ყოველდღე უზმოზე დალიეთ.
3. მწვანე ყურძნის და ნესვის სმუზი
თუ ნატურალურ წვენს რეგულარულად დალევთ, ბევრ ანტიოქსიდანტს მიიღებთ. შედეგად, არტერიების კედლებზე ცხიმოვანი ფირფიტების წარმოქმნას თავიდან აიცილებთ.
დაგჭირდებათ:
- 1 ფინჯანი მწვანე ყურძენი
- 5 პიტნის ფოთოლი
- 200 მლ ჭიქა წყალი
- რამდენიმე ნესვის ნაჭერი (ახალი ან გაყინული)
ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ და დააქუცმაცეთ. 300-350 მლ სმუზი კვირაში 3–ჯერ, საუზმის მიღებამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.
4. კოჭის ნაყენი
კოჭის ფესვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. განსაკუთრებით ეფექტურია სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. მისი უპირატესობები გამოიყენეთ.
დაგჭირდებათ:
- ½ ჩ/კ კოჭის ფესვი
- 300 მლ წყალი
კოჭის ფესვი მდუღარე წყალს დაუმატეთ და დააყენეთ. 100-150 მლ ნაყენი დღეში ერთხელ დალიეთ.
5. ჩაი როზმარინით
ეს მცენარე კიდევ ერთი საშუალებაა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ეფექტურად აშორებს ტოქსინებს და ქოლესტერინს, არტერიებს თრომბის განვითარებისგან იცავს.
დაგჭირდებათ:
- 250 მლ წყალი
- 1 ჩ/კ როზმარინის ფოთლები
ფინჯანში როზმარინის ფოთლები ჩაყარეთ და ცხელი წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 10 წუთით დააყენეთ. ყოველდღე 2 ფინჯანი დალიეთ.