პროდუქტები, რომლებიც იწვევენ ტკივილს, მუცლის შებერილობას და წვას გასტრიტის დროს

1277

Vivien გთავაზობთ მარტივ რჩევებს გასტრიტთან საბრძოლველად. ასევე გთავაზობთ პროდუქტებს, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ, თუ გასტრიტი გაწუხებთ, და პროდუქტებს, რომელთა მიღებით მტკივნეულ შეგრძნებებს შეასუსტებთ.

თუ ხშირად გაწუხებთ გასტრიტის შეტევები, ამ პროდუქტებზე უარი თქვით.

რძის პროდუქტები: ყველა რძის პროდუქტი დამუშავებულია, ამიტომ დისკომფორტს იწვევს. ორგანიზმი მათ ცუდად ითვისებს, თან ორგანიზმში ლორწოს წარმოქმნას ხელს უწყობს.

ზოგიერთი ბოსტნეული: უფრო ის, რომელიც ჭარბი გაზის წარმოქმნას იწვევს.

მარცვლეული, ბოლქვები და პარკოსნები: მარცვლეული, რომელიც გლუტენს შეიცავს, ბოლქვები და პარკოსნები, რომლებიც გაზს იწვევენ, ასევე ძლიერ მჟავებს შეიცავენ.

თევზი, ხორცი და კვერცხი: ისინი კუჭის ანთებით კედლებს ხშირად აღიზიანებენ და შეტევებს იწვევენ.

სასმელები: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხსნადი ყავის მიღება შეწყვიტოთ, ასევე თავი აარიდეთ გაზიან სასმელებს, ხელოვნური მჟავის შემცველ სასმელებს და წვენებს.

რა არის კარგი გასტრიტისთვის

გასტრიტის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად ერთ–ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი ბუნებრივი საშუალებების გამოყენება, ასევე ტკივილის თავიდან აცილებაა.

გამოიყენეთ ლიმონის წვენი 1 ჭიქა თბილ წყალში გაზავებული. ეს წყალი ყოველი ჭამის შემდეგ დალიეთ. ასე დისკომფორტს მოიშორებთ, რადგან ორგანიზმი ლიმონის მჟავას აღმოაჩენს და კუჭის წვენის ჭარბად გამომუშავებას შეწყვეტს.

უკვე არსებული დაავადება იწვევს ცუდ განწყობას, მუცლის შებერილობას, კუჭის წვას. შეიძლება გამოიწვიოს ღებინება და გულისრევა, ზოგჯერ სისხლდენა. ხშირად ჭამის სურვილი ქრება.

ნატურალური პროდუქტები ქრონიკული გასტრიტის გასაქრობად

ზეითუნის ზეთი: 1 ფინჯან თბილ მცენარეულ რძეს 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. ყოველდღე უზმოზე დალიეთ.

შვრია: შვრიის ფაფა თაფლით გასტრიტის შეტევებს სწრაფად ხსნის და ანთების აღმოფხვრას ხელს უწყობს.

გვირილა, მიხაკი და დარიჩინი: ამ 3 ინგრედიენტით ნაყენი მოამზადეთ და ჩაი დღეში რამდენჯერმე დალიეთ.

ჟელატინი: ხშირად წვის შეგრძნების გასაქრობად იყენებენ.

თაფლი: ყოველთვის, როცა დისკომფორტს იგრძნობთ, თბილი თაფლიანი წყალი დალიეთ. შედეგად, გასტრიტის ტკივილის შემსუბუქებას ძალიან მალე იგრძნობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს