მარტივი, ეფექტური და გემრიელი სალათა ორგანიზმის 3 დღეში გასაწმენდად.

762

თუ გსურთ თავიდან აიცილოთ მავნე ბაქტერიები, ქიმიკატები, ანტიბიოტიკები, პესტიციდები, ფტორი, ქლორი, პარაზიტები, მძიმე მეტალები და ცხიმები, მაშინ Vivien მარტივ საშუალებებს გთავაზობთ. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ!

როგორც ერთხელ ჰიპოკრატემ თქვა, თუ დაავადებების უმეტესობა ნაწლავებში იწყება, მათ თავიდან აცილებას ნაწლავების განკურნებით შეძლებთ!

ცუდი საჭმლის მომნელებელი სისტემა, როგორც უმეტესი დაავადებების მიზეზი

თუ მუდმივად საჭმლის მონელების პრობლემები გაქვთ, როგორიცაა ყაბზობა, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი და საჭმლის მონელების აშლილობა, როგორც წესი, ეს დასაწყისია.

ასეთი პრობლემები გამაფრთხილებელი ნიშნებია, რომ თქვენი ნაწლავები ჯანმრთელი არაა. ნაწლავებში არსებული ტოქსინები დანარჩენ ორგანიზმს ზიანს აყენებენ. როცა ორგანიზმი მათ დროულად მოშორებას ვერ ასწრებს, იძულებულია კვლავ სისხლში გაუშვას. სამედიცინო ტერმინით ესაა „რეაბსორბცია“.

ეს იწვევს დაღლილობას, პირის ღრუში უსიამოვნო შეგრძნებას, წონის მატებას, შეშუპებას, კანზე გამონაყარს, სახსრების ტკივილს და სუსტ მეხსიერებას. მოსალოდნელია, ნაწლავების ქრონიკული ანთება, რაც, თავის მხრივ, იწვევს უფრო სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა დეპრესია და სიმსივნე.

ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ ნაწლავებში იმდენი ნერვული უჯრედია, რამდენიც მთელ ხერხემალში. თუმცა ის სათანადოდ ვერ იმუშავებს, თუ ნაწლავების მიკროფლორაზე არ იზრუნებთ.

როგორც ტვინი, ნაწლავებიც ნერვული იმპულსების გავლით სიგნალებს აგზავნის და იღებს, რომლებიც მუდმივად გადაიცემა, მათ შორის ჩვენი ემოციებით. ამრიგად, მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხდება, როცა ნაწლავების სისტემა ნარჩენებით და ტოქსინებით სავსეა.

თუ დარწმუნებული არ ხართ, თქვენი ნაწლავების სისტემა სათანადოდ მუშაობს თუ არა, საკუთარ თავს ჰკითხეთ:

  1. ხშირად გაწუხებთ ჭარბი მეტეორიზმი, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ?
  2. გრძნობთ ჭამის შემდეგ სიმძიმეს?
  3. თქვენი ენა სქელი თეთრი ნადებით დაფარულია?
  4. დრო გჭირდებათ, რომ გაიღვიძოთ და საწოლიდან ასადგომად მოემზადოთ?
  5. ხშირად გაწუხებთ სურდო, ვირუსული დაავადებები ან ბაქტერიული ინფექციები?
  6. ხშირად გაწუხებთ სიზარმაცე, აპათია, ცუდი განწყობა?

თუ ამ პუნქტებიდან ერთ–ერთს დადებითი გაეცით პასუხი, დიდი ალბათობით, სახლის პირობებში ნაწლავები უნდა გაიწმინდოთ.

სალათი ნაწლავების გასაწმენდად

ამ შინაურული სალათით ნაწლავებს მოუნელებელი საკვებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდთ და უჯრედისით გაამდიდრებთ. ასევე ორგანიზმში ph დონეს დაარეგულირებთ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი ნაწლავების ჯანმრთელობის აღსადგენად.

უბრალოდ სალათი 3 დღე ზედიზედ მიირთვით და გაოცებული დარჩებით. ნამდვილად გასაოცარ შედეგს მიიღებთ.

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კომბოსტო (თეთრი, ბროკოლი, ყვავილოვანი, ხუჭუჭა)
  • წითელი სამყურა
  • სტაფილო
  • ნიახურის ფესვი
  • ზეითუნის ზეთი
  • მწვანილი
  • ლიმონის წვენი

ინგრედიენტების რაოდენობა თქვენი გემოვნებით აირჩიეთ. მთავარი პირობა: უმი ინგრედიენტები გამოიყენეთ.

სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილი, როგორიცაა ქინძი, თავშავა, ოხრახუში, კამა, რუკოლი და რეჰანი. ეს მწვანილები ბევრ მკვებავ ნივთიერებას შეიცავენ. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა მწვანილი დაუმატეთ, რომელიც მოგწონთ.

ცოტა ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და ჰიმალაის მარილი აურიეთ და სალათი მორთეთ.

სალათი მინიმუმ 3 დღე (ან უფრო დიდხანს) მიირთვით. იდეალურია, თუ თქვენი კვების რაციონის რეგულარული ნაწილი გახდება, როგორც მინიმუმ, კვირაში ერთხელ.

სალათი მოგაწვდით ბევრ მინერალს და ვიტამინს, ასევე მკვებავ ნივთიერებებს, მათ შორის უჯრედისს და პექტინს, რომლებიც ნაწლავებს წმენდს.

და არ დაგავიწყდეთ – ყოველთვის ჭამეთ მაშინ, როცა მშიერი ხართ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს