როგორც წესი, ცხიმოვანი კისტები კეთილთვისებიანია და კანის ქვეშ ჩნდება. კისტა გამაღიზიანებელი და უშნოა, რაც ყველაზე ცუდია, შეიძლება რიცხობრივად გაიზარდოს. სწორედ ამიტომ, მათ გასაქრობად სათანადო ზომები უნდა მიიღოთ.
ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში ქრება, მაგრამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მათი გაქრობა სჯობს დააჩქაროთ.
Vivien გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ სამკურნალო მეთოდებს ცხიმოვანი კისტების გასაქრობად:
1. სველი სითბოს გამოყენება
სველი სითბო, მაგალითად, წყლის პაკეტი ან სათბურა ძალიან ეფექტურია ცხიმოვანი კისტების საწინააღმდეგოდ. უშუალოდ კისტაზე გამოიყენეთ, რომ მის შემცირებას და აღმოფხვრას ხელი შეუწყოთ. ძალიან ცხელი წყალი არ გამოიყენოთ, რადგან ამან შეიძლება ბაქტერიების გავრცელება და ინფექცია გამოიწვიოს.
2. ალოე ვერა
ამ მცენარის გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხიმოვანი კისტების საწინააღმდეგოდ, ტკივილის გასაქრობად და ბაქტერიებთან საბრძოლველად. უბრალოდ ახალი წვენი დღეში რამდენჯერმე წაისვით.
3. მის გარშემო სისუფთავე შეინარჩუნეთ
საუკეთესო მეთოდი ინფექციის თავიდან ასაცილებლად: ყოველდღიურად კისტის დეზინფიცირება რომელიმე ანტიბაქტერიული საპნით ან ნატურალური ანტისეპტიკით.
4. ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთს ანთების და ინფექციების საწინააღმდეგოდ შესანიშნავი თვისებები აქვს. კისტას ორივეს მიმართ მიდრეკილება აქვს, ამიტომ ამ ზეთის გამოყენება სასურველია.
5. იმუნიტეტის გაძლიერება
თუ იმუნური სისტემა ძლიერია, ორგანიზმი ცხიმოვანი კისტების განკურნებას თავად შეძლებს. ამისთვის მიირთვით ბევრი ხილი, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ასევე ბოსტნეული და მწვანილი. ოროვანდის ფესვის და წითელი სამყურას ჩაის დაჟინებით გირჩევთ, რადგან მათ ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვთ.
6. თეთრ რაფინირებულ შაქარს მოერიდეთ
ძალიან ბევრი შაქრის მიღება იმუნური სისტემის ეფექტურობას ამცირებს და კისტის ანთებას იწვევს. ამ მიზნით რაციონიდან გამორიცხეთ გაზიანი სასმელები, ტკბილი წვენები და ნებისმიერი საკვები, რომელმაც სამრეწველო პროცესი გაიარა.
7. ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიეთ
ცუდი კვება, ჭარბი წონა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ცხიმოვანი კისტების განვითარების მთავარი მიზეზებია. სწორედ ამიტომ, მათ თავიდან ასაცილებლად საუკეთესო მეთოდია – ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, კარგად კვება, ასევე კვირაში მინიმუმ 3–ჯერ ვარჯიში.
8. სწორად დაისვენეთ
არასაკმარისი ძილის დროს იმუნური სისტემა სუსტდება და ეს ბევრ პრობლემას, მათ შორის კისტებს იწვევს. სწორედ ამიტომ, დარწმუნდით, რომ ისვენებთ და ღამის პერიოდში საკმარისი რაოდენობით გძინავთ.