ძალიან ხშირად ორგანიზმში არსებულ პრობლემებზე გარკვეულ ადგილას ტკივილი ან სხვა სიმპტომები არ საუბრობს. სინამდვილეში, ბევრი დაავადების ამოცნობა სახეზე შეგიძლიათ. მაგალითად, გულისა და სისხლძარღვების პრობლემების შესახებ გარეგნობა გიამბობთ. Vivien გიამბობთ, როგორ ამოიცნოთ პრობლემები სახეზე.
ქსანტომა და ქსანტელაზმები
სახეზე ლიპიდების კანქვეშა ნალექები პატარა, ყვითელი ლაქების სახით ჩნდება და საუბრობს იმაზე, რომ ადამიანს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი აქვს. საქმე იმაშია, რომ ქოლესტერინს სისხლძარღვების დაბლოკვა შეუძლია, რაც ჰიპერტონიის, ინფარქტის და ინსულტის რისკს ზრდის. თუ ადამიანის სახეზე ლიპიდები გროვდება, სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის ფოლაქებია. ისინი შეიძლება სახიფათო იყოს, ასევე შეიძლება გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მიზეზი გახდეს.
შეშუპება
სახეზე შეშუპება შეიძლება სხვადასხვა დარღვევის ნიშანი იყოს, მაგრამ ზოგჯერ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების, კერძოდ გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომი ხდება. დაავადების გამო გული სისხლის გადატუმბვას ვერ უმკლავდება, რის გამოც სხეულსა და სახეზე შეშუპება ჩნდება.
ასიმეტრია
სახე აბსოლუტურად ასიმეტრიული არაა. უნიკალური სიმეტრია სახეზე მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გვხდება. ზოგჯერ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი სახე უფრო ასიმეტრიული გახდა და მიმიკაში ცვლილებები შენიშნეთ. ეს სიმპტომები ინსულტის მოახლოებაზე გაფრთხილებთ. ამ შემთხვევაში ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.