თვალების ირგვლივ კანი ძალიან ნაზია, მეტი მოვლა და ყურადღება სჭირდება. თვალების ქვეშ ტომრების სწრაფად მოშორება რთული ამოცანაა და მაინც ყოველთვის სჯობს სცადოთ. მით უფრო პროცედურები შეგიძლიათ სახლში, ზედმეტი ხარჯის გარეშე ჩაიტაროთ.
თვალების ქვეშ ტომრების მიზეზები
- ლიმფის დაგუბება თვალების ქვეშ ტომრებს აჩენს. ამ მოვლენას რამდენიმე მიზეზი აქვს.
- პირველ რიგში, შესიებული ქვედა ქუთუთოები, ასევე თვალების ქვეშ მუქი წრეები შეიძლება მშობლებიდან მემკვიდრეობით მიიღოთ.
- მეორეც, თვალების ქვეშ ტომრები შეიძლება დროთა განმავლობაში გამოჩნდეს, განსაკუთრებით არაჯანსაღი წესით ცხოვრების შემთხვევაში. ძილის ნაკლებობა, არასწორი კვება, თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება – ყველა ეს ფაქტორი თვალების ირგვლივ კანზე ცუდად აისახება.
- მჯდომარე ცხოვრების წესი, ცუდი დგომა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა – მიზეზები, რომლებიც ლიმფის დაგუბებას და შეშუპებას იწვევენ. ლიმფის ნელი მიმოქცევის გამო მეტაბოლიზმის პროდუქტები ლიმფურ სისხლძარღვებში არ გადადის, არამედ კანქვეშა უჯრედებში გროვდება.
სამწუხაროდ, თვალების ქვეშ ტომრები შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელიც ორგანიზმში სითხის დაგუბებას ხელს უწყობს. ყველაზე ხშირად ნახსენებია: გულის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის სისტემები, ფარისებრი ჯირკვლები, თირკმლების დაავადებები და ალერგია.
როგორ მოვიშოროთ თვალების ქვეშ ტომრები სახლის პირობებში
თვალების ქვეშ ტომრების მოსაშორებლად გამოგადგებათ საშუალებები, რომელთა გამო კოსმეტოლოგთან ვიზიტი არ მოგიწევთ. აი, ყველაზე ეფექტური და პოპულარული ხალხური საშუალებები.
- კოვზი. სახლში მინიმუმ 2 ჩაის კოვზი ყველას აქვს. საკმარისია, ჩაის კოვზები კარგად გაყინოთ, შემდეგ თვალი შიდა კუთხიდან გარესკენ კარგად დაიმასაჟოთ.
- ქუთუთოს ლიმფოსადრენაჟო კრემი. თვალის კარგი კრემი შეიძინეთ, რომელიც თქვენს მოთხოვნილებებს და ასაკს დააკმაყოფილებს. ასეთი კრემი შეიძლება შეიცავდეს კოფეინს, წყალმცენარეების ექსტრაქტებს, ღიღილოს, B3 ვიტამინს და პეპტიდებს.
- ქუთუთოს და სახის თვითმასაჟი. ქუთუთოების რეგულარული მსუბუქი მასაჟი სასწაულს ახდენს. კანს ძლიერ არ დააწვეთ, უბრალოდ მასაჟურ ხაზებზე მსუბუქად იმოძრავეთ. ამრიგად, ლიმფას დაშლით და სახიდან სითხის გადინებას ხელს შეუწყობთ. მოძრაობა თვალის შიდა კუთხიდან ზემოთ და ქვედა ქუთუთოს შიდა კუთხემდე. შემდეგ თითები საფეთქლებამდე გადაატარეთ და ლიმფა ქვემოთ ყელისკენ დაუშვით. ასეთი მასაჟი ყოველდღე გაიკეთეთ და შეშუპება დაგავიწყდებათ.
- ყინულის კუბები. ყინულის კუბებით მასაჟი – მეთოდი, რომელსაც დიდებული ვარსკვლავები გვირჩევენ. დილით სახე კარგად დაიბანეთ, შემდეგ სახე დაიმასაჟეთ და თვალის ირგვლივ კანზე ყინული წრიული მოძრაობით გადაიტარეთ. თუ ნაზი კანი ან კუპეროზი გაქვთ, კოსმეტოლოგთან კონსულტანცია გაიარეთ.
- კიტრი ან ავოკადო. თვალის სხვადასხვა კომპრესები გამოიყენეთ. კიტრის ცივი კომპრესი მითი არაა. მსგავსი მოქმედება აქვს ავოკადოს. კიტრის ან ავოკადოს ნაჭრები გააცივეთ და ქუთუთოებზე ზუსტად 10 წუთით გაიჩერეთ.
- ჩაის პაკეტი. ჩაის პაკეტი თბილ წყალში ჩადეთ, შემდეგ თვალებზე დაიდეთ და 30 წუთით გაიჩერეთ. ჩაიში შემავალი კოფეინი სისხლძარღვებს ავიწროებს და შეშუპებას ამცირებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს