ადამიანმა სხეულსა და ორგანიზმში ნებისმიერ ცვლილებას ყურადღებას უნდა მიაქციოს. მის სარკედ ითვლება ფრჩხილები. ცვლილებების შესახებ სიგნალს სწორედ ფრჩხილები გაძლევთ.
ქოლესტერინის მაღალი დონე დონე – ე.წ. ცუდი ქოლესტერინის (LDL) ჭარბი კონცენტრაციაა, რომელიც არტერიების შიდა სივრცეს ბლოკავს და ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს. ფრჩხილის ფირფიტის შეცვლა ორგანიზმში ქოლესტერინის ჭარბ რაოდენობაზე მიგანიშნებთ.
ნორმიდან გადახრის მაჩვენებელი განიშნებთ სისხლძარღვების პათოლოგიის სიცოცხლისთვის სახიფათო მიდრეკილებაზე, მათ შორის ინსულტსა და გულის შეტევაზე. ხშირად დაავადება შეუმჩნეველი რჩება, სიმპტომები არ ვლინდება ან დიაგნოზის დასმა საშიში შედეგის შემდეგ ხდება. სჯობს პერიოდულად სისხლის ანალიზი ჩააბაროთ და თქვენი მაჩვენებლები შეამოწმოთ.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის ექიმები გირჩევენ, ფრჩხილებს ყურადღება მიაქციოთ. მუქი, თითქმის შავი ან მოწითალო–ყავისფერი ლაქა ქოლესტერინის ჭარბ დონეზე მიგანიშნებთ. ფირფიტაზე ასეთი ცვლილება იმის გამო ჩნდება, რომ ფრჩხილების ქვეშ წვრილი სისხლძარღვები ზიანდება და მათგან სისხლის კვალი ჩნდება. ექიმების თქმით, ასეთი ლაქები მათზე დაწოლისას არ იცვლება და ერთ ან რამდენიმე ადგილას ჩნდება.