ფარისებრი ჯირკვლების აქტივობის შემცირება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას იწვევს, მათ შორისაა სიმსუქნე, გულის დაავადებები, უნაყოფობა და სახსრების ტკივილი.
ზემოთ ჩამოთვლილ უსიამოვნებებთან ერთად ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:
- კანის სიმშრალე, ასევე თმის ცვენა
- წონის მატება
- სისუსტე, დაღლილობა, სწრაფი გადაღლა
- კუნთების სპაზმები
- დეპრესია, გაღიზიანება, ძილის პრობლემები
- ყაბზობა
- სიცივის მიმართ მგრძნობელობა
- მეხსიერების გაუარესება
- ლიბიდოს შემცირება
ჰიპოთირეოზის მკურნალობის პრინციპები
ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი საკმარისი რაოდენობის იოდით ორგანიზმის უზრუნველყოფაა. ასევე თავი უნდა აარიდოთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც იოდს ჰგვანან (ჰალოგენები).
ფარისებრი ჯირკვლები უნდა გააქტიუროთ ბალახებით და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც კატალიზატორის როლს ასრულებენ.
გამოდის, ძირითად კვებას უნდა დაუმატოთ საშუალებები, რომლებიც ფარისებრ ჯირკვლებს გააქტიურებენ. Vivien ერთ ასეთ ეფექტურ საშუალებას გთავაზობთ.
ნატურალური სასმელი ფარისებრი ჯირკვლების გასააქტიურებლად
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 400 მლ წყალი
- 1 ფინჯანი შტოშის წვენი
- ½ ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი
- ¼ ჩ/კ კოჭის ფხვნილი ან ½ ჩ/კ ახალი კოჭა
- ¼ ჩ/კ მუსკატის კაკალი (მეტი არა!)
- 50 მლ ფორთოხლის წვენი
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
მომზადება და გამოყენება:
- წყალი აადუღეთ, კოჭა, დარიჩინი და მუსკატის კაკალი დაუმატეთ.
- 10-15 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ.
- გაგრილების შემდეგ შტოშის, ფორთოხლის და ლიმონის წვენები დაუმატეთ. აურიეთ და სასმელი მზადაა.
სასმელი ფარისებრ ჯირკვლებს ააქტიურებს და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ასევე საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და გახდომაში დაგეხმარებათ.
ნატურალური სასმელი მდიდარია ვიტამინებით და ნივთიერებებით, რომლებიც იმუნურ სისტემას სტიმულირებენ და ორგანიზმს ამშვიდებენ. ასე ორგანიზმს დაიცავთ სხვადასხვა დაავადებებისგან, მათ შორის ბევრი ქრონიკული დაავადებისგან.
მიიღეთ ყოველდღე, აუცილებლობის მიხედვით, სანამ სასურველ შედეგს არ დაინახავთ.