შარდმჟავას ბასრი კრისტალები სახსრების ქსოვილებში ტკივილს და ანთებას იწვევენ. საბედნიეროდ, რამდენიმე ბუნებრივი საშუალება მათ დაშლაზე პირდაპირ ჯადოსნურ გავლენას ახდენს.
Vivien გთავაზობთ 5 ასეთ ბუნებრივ რეცეპტს. თუ ჭარბი შარდმჟავას გამო მტკივნეული სახსრები გაწუხებთ, მათ გამოყენებას გირჩევთ. ვიმედოვნებთ, რომ იპოვით რეცეპტს, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ!
1. ვაშლის ძმარი
ნატურალურ მედიცინაში ვაშლის ძმარი მტკივნეული სახსრების სამკურნალოდ საკმაოდ ხშირად გამოიყენება. დაზიანებულ, მტკივნეულ ადგილებზე მისი რეგულარული წასმით ტკივილის შემსუბუქებას თვეზე ნაკლებ დროში იგრძნობთ.
ქსოვილი ვაშლის ძმარში გაჟღინთეთ და მტკივნეულ სახსრებზე დაიფინეთ. შემდეგ კომპრესი შეიფუთეთ და 10-20 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა ყოველ დილა–საღამოს გაიმეორეთ.
ეფექტის გასაძლიერებლად 1 ს/კ ვაშლის ძმარი 250 მლ თბილ წყალში გააზავეთ და დღეში 2–ჯერ დალიეთ.
2. ოროვანდის ფესვი
ეს ძალიან ეფექტური ტრადიციული მეთოდია ართრიტის და სხვა გვერდითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც სახსრების ტკივილს იწვევენ. განსაკუთრებით ეფექტურია შარდმჟავას დაგროვების და კრისტალების წარმოქმნის დროს.
ოროვანდის ფესვი სისხლიდან ტოქსინებს გამოდევნის, ანთებას აქრობს და შარდის სწორად გამოდევნას ხელს უწყობს, რომელიც შარდმჟავას ნაწილია.
ჯანდაცვის ექსპერტები გირჩევენ, რომ 20-30 წვეთი ოროვანდის ფესვის ნაყენი 250 მლ სუფთა წყალთან ერთად დალიოთ. ნარევი დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ. მკურნალობა მინიმუმ 10 დღე უნდა გაგრძელდეს.
3. ლიმონის წვენი
ბევრი ადამიანი თვლის, რომ ლიმონის წვენი ორგანიზმს ამჟავებს, რადგან ძალიან მჟავე გემო და მჟავის მაღალი კონცენტრაცია აქვს. თუმცა ლიმონის წვენი ორგანიზმში ტუტე გარემოს ქმნის, რომელიც შარდმჟავას ანეიტრალებს.
გარდა ამისა, ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც შარდმჟავას დონის შესამცირებლად და დაზიანებული სახსრების აღსადგენად აუცილებელია.
უბრალოდ ლიმონის წვენი თბილ წყალს დაუმატეთ და დალიეთ.
4. გულყვითელა
გულყვითელა შესანიშნავი ბალახია სახსრების გასაძლიერებლად და დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ჩაის ან ნაყენის სახით გამოიყენეთ.
გამოყენების სხვა ფორმა: აბაზანა. კარგი, თბილი აბაზანა მოამზადეთ და გულყვითელას ფოთლების და ყვავილების ნახარში დაუმატეთ.
ასევე შეგიძლიათ გულყვითელას ნახარშის კომპრესები გამოიყენოთ. მცენარის ყვავილებიდან ამზადებენ სხვადასხვა კრემს და მალამოს, რომლებიც ძალიან ეფექტურია.
5. ოხრახუში
სახსრების სამკურნალოდ ოხრახუშს ხშირად იყენებენ. მისი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება ბევრი სხვა დაავადების დროსაც დაგეხმარებათ.
ოხრახუში სალათებს და წვნიანებს დაუმატეთ. მისგან სასარგებლო სმუზები და სამკურნალო ჩაი მოამზადეთ.
ოხრახუშის რეგულარული მიღება შარდიდან შარდმჟავას გამოდევნის, ასევე სახსრებში მის დაგროვებას თავიდან აგაცილებთ.
ოხრახუში თუთასთან ერთად უჩვეულოდ ეფექტურია.
ასევე მიირთვით ბევრი ახალი ხილი და ბოსტნეული წყლის მაღალი კონცენტრაციით, როგორიცაა საზამთრო, კიტრი, გრეიფრუტი, ბროკოლი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახური, პომიდორი და ყაბაყი.