დროთა განმავლობაში ჩვენი სხეული იცვლება, კოლაგენს და ჰიდრატაციას კარგავს, რაც კანზე გავლენას ახდენს, მას ნაკლებად ელასტიურს და უფრო ჩამოწელილს ხდის.
სხეულის ზოგიერთი ნაწილი უფრო მეტად იწელება და ეს თვალშისაცემია. მაგალითად, სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები, ასევე ნიკაპი. ასაკის მატებასთან ერთად ორმაგი ნიკაპის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია. შედეგად, ადამიანი უფრო ასაკოვანი ჩანს.
Vivien გთავაზობთ რამდენიმე სამკურნალო საშუალებას, რომელთა დახმარებით ამ პრობლემას ეფექტურად და ბუნებრივად გაუმკლავდებით.
1. მასაჟი ზეითუნის და აბუსალათინის ზეთებით
ზეითუნის და აბუსალათინის ზეთები უცვლელი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარია. შედეგად, კანის სწორად მოვლაში, მოქნილობის, სიმკვრივის და კანის უჯრედების აღდგენაში, ასევე გარეგნობის გაუმჯობესებაში გვეხმარება.
1 ს/კ ზეითუნის და 1 ს/კ აბუსალათინის ზეთები აურიეთ. ხელისგულებზე დაისხით და ნაზი მოძრაობით ქვემოდან ზემოთ პრობლემური ზონები დაიმასაჟეთ. რამდენიმე წუთით შეასრულეთ, შემდეგ თბილ წყალში დასველებული პირსახოცი დაიდეთ და 5 წუთით გაიჩერეთ.
ცხელი ორთქლი ფორების გახსნაში დაგეხმარებათ და კანში უფრო მეტი წყალი ჩავა. ასე ღრმად დატენიანებას უზრუნველყოფთ.
2. ანტიოქსიდანტური ნიღაბი ყურძნით და ავოკადოთი
ყურძნის და ავოკადოს კომბინაცია ჩვენი კანისთვის იდეალურია. ისინი უზრუნველყოფენ დატენიანებას, ასევე გვაწვდიან აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც კანის ელასტიურობას და გარეგნობას აუმჯობესებენ.
1 ს/კ ავოკადოს რბილობი და 5-7 ყურძნის კენკრა (ზომის მიხედვით) აურიეთ. მიღებული პასტა ყელსა და სახეზე ნაზი მასაჟური მოძრაობით წაისვით. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ამ ნიღაბს რამდენიმე დღე რეგულარულად გამოიყენებთ, კანი უფრო მოქნილი და მოვლილი გახდება.
3. შინაურული კრემი კანის დასაჭიმად
რძის, შვრიის და ასკილის ზეთის ნარევი ჩამოწელილი კანის საწინააღმდეგოდ წარმოუდგენლად ეფექტურია. ასევე კანს ატენიანებს და ბევრ მკვებავ ნივთიერებას აწვდის. შედეგად, ჯანმრთელობას ეფექტურად აძლიერებს და კანის გარეგნობას აუმჯობესებს.
3 ს/კ თბილი რძე, 2 ს/კ ასკილის ზეთი და 4 ს/კ შვრიის ფანტელები აურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი სქელი პასტა ყელსა და სახეზე ქვემოდან ზემოთ მოძრაობით წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
4. ბევრი წყალი დალიეთ
დღეში 1,5-2 ლ წყალი დალიეთ, რომ ორგანიზმმა ტოქსინები მოიშოროს. შედეგად, ეს მთელ სხეულზე აისახება, მათ შორის კანზე. კანი უფრო ჯანსაღი, ელასტიური და ნაკლებად დანაოჭებული იქნება.
5. ხილი და ნატურალური წვენები
ჯანმრთელობის და ელასტიური კანის მხარდასაჭერად რაციონში აუცილებლად ჩართეთ პროდუქტები, რომლებიც ანტიოქსიდანტებით, ბეტა კაროტინებით და ვიტამინებით მდიდარია. ამ ელემენტების მისაღებად კარგი მეთოდია ნატურალური წვენების დალევა რბილობიანად.