დღეს Vivien გიამბობთ, თუ რატომ არის აუცილებელი მსხვილი ნაწლავის გაწმენდა, თუ გსურთ კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება. ასევე გთავაზობთ, ეფექტურ რეცეპტს, რომლის დახმარებით მსხვილი ნაწლავის გაწმენდას შეძლებთ.
მსხვილი ნაწლავი ჯანსაღი და კარგად ფუნქციონირებადი ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა. ის საჭმლის მონელებაში, იმუნურ სისტემასა და სითხის ბალანსის მხარდაჭერაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს უბრალოდ დიდი საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილია.
თუ მსხვილი ნაწლავი ცუდად მუშაობს, ნარჩენებს საჭიროზე მეტხანს გააჩერებს. შედეგად, ტოქსიკური ნარჩენები კედლებიდან სისხლში შეიწოვება და მთელი სხეულის უჯრედებში ხვდება.
ჯანსაღ მსხვილ ნაწლავს 24 საათზე ნაკლები სჭირდება, რომ საკვები მთელ სიგრძეზე გადაიტანოს. თუმცა „თანამედროვე“ კვების ჩვევების გამო (დამუშავებული პროდუქტები, რომლებშიც ფერმენტები, უჯრედისი და მკვებავი ნივთიერებები არაა), დრო 70 საათამდე იზრდება.
ყოველივე ამის გამო ტოქსიკური ნაწლავები გვაქვს, რომელიც სხვადასხვა სიმპტომების და დაავადებების განვითარებას იწვევს.
ტოქსიკური ნაწლავების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ყაბზობა, რომელიც მაშინ ვითარდება, როცა ნარჩენები ნაწლავებში ძალიან ნელა მოძრაობს, რაც არარეგულარულ და მტკივნეულ დაცლას იწვევს.
როგორც წესი, ტოქსიკური ნაწლავების სიმპტომები მოიცავს:
- კუჭ–ნაწლავის პრობლემები – ყაბზობა, მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი, ასევე მუცლის ტკივილი
- სახსრების და კუნთების ტკივილი
- ფსიქოლოგიური პრობლემები – დეპრესია, დაღლილობა, შფოთვა, არამკაფიო აზროვნება, განწყობის ცვლილებები, ასევე მეხსიერების დაქვეითება.
- სუსტი იმუნიტეტი, საშარდე გზების განმეორებითი ინფექციები, კანის გამონაყარი და ალერგია.
დოქტორ ბერნარდ ჯენსენი ერთ–ერთი პირველია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად ნაწლავების გაწმენდა გამოიყენა. თავის წიგნში ამ წმენდის მნიშვნელობას განმარტავს:
მძიმე ნალექები ნაწლავებში თანდათან უხეშდება და ლპობის პროცესის მკვებავი წყარო ხდება. ნაწლავებში აღმოჩენილი სისხლძარღვების კაპილარები ნაწლავების კედლებიდან სისხლში ლპობად ტოქსინებს, შხამებს და სხვა ნარჩენებს გამოყოფს.
შედეგად, ყველა ორგანო და ქსოვილი ამ ნივთიერებებით ინფიცირდება. ესეც ნამდვილი „აუტოინტოქსიკაცია“ ფიზიოლოგიურ დონეზე. მსხვილ ნაწლავში ასეთ ნალექებს შეიძლება ისეთი კონსისტენცია ჰქონდეს, როგორც სატვირთო მანქანის საბურავს.
ძირითადად, მკურნალობა 10-16 დღე გრძელდება და 1940 წელს თერაპევტმა სტენლი ბეროუზომ შეადგინა. მოგვიანებით, 1976 წელს, მსოფლიოს წიგნით „წმენდის ოსტატი“ წარუდგინეს.
ერთი დოზისთვის დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 ს/კ ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი
- მწიკვი კაიენის წიწაკა
- 300 მლ თბილი წყალი
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. დღეში 5-8–ჯერ 300-300 მლ (ან 1,5-2,4 ლ დღეში), მინიმუმ 10 დღე დალიეთ.