თუ პირის ღრუს უსიამოვნო სუნის სწრაფად მოშორება გსურთ, Vivien 7 ეფექტურ, ხალხურ საშუალებას გთავაზობთ.
საუკეთესო შინაურულ საშუალებებს, რომლებიც პირის ღრუს უსიამოვნო სუნს აქრობენ, სამზარეულოში იპოვით. მათი დახმარებით პირის ღრუს ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ და სუნთქვას გააჯანსაღებთ.
უსიამოვნო სუნს ბევრი მიზეზი იწვევს: კუჭის პრობლემები, პირის ღრუს ჰიგიენის დაუცველობა, ღრძილების დაავადებები, არასწორი კვება, ყაბზობა, თამბაქოს მოწევა, შაქრიანი დიაბეტი, დისპეპსია, ღვიძლის პრობლემები, სურდო, სტრესი და ა.შ.
კბილის ნადები პირის ღრუს უსიამოვნო სუნს იწვევს. ის წებოვანი და რბილი ბაქტერიების ფირია, რომელიც შეიძლება 50 მლნ ბაქტერიას შეიცავდეს. სწორედ ამიტომ, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და კბილების გაწმენდა მნიშვნელოვანია.
როგორ აღმოვაჩინოთ პრობლემა?
აი, რამდენიმე მეთოდი: ცხვირსახოცი ტუჩებზე დაიდეთ, ჩაისუნთქეთ, შემდეგ დასუნეთ. მეორე ძალიან მარტივი მეთოდი: სუფთა ფინჯანი აიღეთ და რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ძაფი. გამოყენების შემდეგ უბრალოდ დასუნეთ.
როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი?
გთავაზობთ 7 ყველაზე ეფექტურ საშუალებას პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად.
1. ატამი ყვითელი რბილობით
ატმის რამდენიმე ნაჭერი შეჭამეთ და სუნთქვას სწრაფად გააჯანსაღებთ, ასევე უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებთ.
2. საკვები სოდა
სოდა სუნს შესანიშნავად ანეიტრალებს და არა მხოლოდ პირის ღრუში. სოდის გამოყენების რამდენიმე მეთოდი: 1 ჩ/კ სოდა 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ და პირში კარგად გამოივლეთ. თქვენ შეგიძლიათ ცოტა სოდა კბილის ჯაგრის დააყაროთ და კბილები გაიწმინდოთ. ასე უსიამოვნო სუნს გააქრობთ, თან ბაქტერიებს გაანადგურებთ, ასევე გამაღიზიანებელ მჟავიანობას მოიშორებთ, რომელიც შეიძლება პირის ღრუს უსიამოვნო სუნის მიზეზი იყოს.
3. ჩაის ხის ზეთი
უბრალოდ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი წყალს აურიეთ და პირსა და ყელში გამოივლეთ.
4. დიდი კამის თესლი
მას ბევრი უპირატესობა აქვს. განსაკუთრებით, სასარგებლოა პირის ღრუს უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ჭამის შემდეგ დაღეჭეთ ან ჩაი დალიეთ.
5. ოხრახუში
ოხრახუშის ფოთლების დაღეჭვით სუნთქვას გააჯანსაღებთ. გემრიელი ჩაი ან ნაყენი მოამზადეთ და დალიეთ.
6. მიხაკი
მიხაკის ჩაი მოამზადეთ, მისი მიღებით დატკბით და თან უსიამოვნო სუნი მოიშორეთ. მიხაკს ანტისეპტიკური თვისებები აქვს, შედეგად უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს და მის გამომწვევ მიზეზებს აქრობს.
7. სალბი
მცენარე მდიდარია ანტისეპტიკური თვისებების მქონე ეთერზეთებით, რომლებიც ამ პრობლემის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებენ. რამდენიმე სალბის ფოთოლი დაღეჭეთ ან ჩაი მოამზადეთ. ფინჯან ცხელ წყალს რამდენიმე ფოთოლი დაუმატეთ, რამდენიმე წუთით დააყენეთ და ყოველი ჭამის შემდეგ დალიეთ.