იღლიის, ფეხის, ფეხსაცმლის და თმის უსიამოვნო სუნს ეს 5 გამოცდილი რეცეპტი მოგაშორებთ.

3522

დღეს Vivien გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს ქალის ჰიგიენის შესახებ, რომ ყოველთვის თავი ლამაზად და სუფთად იგრძნოთ. არ უგულებელყოთ!

  1. სუნი იღლიებში – ამ შინაურული და იაფი საშუალებით იღლიებში სასიამოვნო სუნი გექნებათ. დაგჭირდებათ ბამბის დისკი და ვაშლის ძმარი. ბამბა ძმარში დაასველეთ და იღლიები გაიწმინდეთ.ვაშლის ძმარს ანტიმიკრობული თვისება აქვს, რომელიც ბაქტერიებს და სუნს ეფექტურად ებრძვის. თუ სუნის აღმოფხვრა გსურთ, დღეში 2–ჯერ, დილა–საღამოს გამოიყენეთ.
  2. ფეხის სუნი – ხშირი ოფლიანობით ფეხში უსიამოვნო სუნი ჩნდება. ამ პრობლემის მოგვარება მარტივია. სკრაბი დაგჭირდებათ! ის სუნს ებრძვის. 6 ს/კ შაქარი და 5 ს/კ სპირტი აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.ნარევი ფეხზე წრიული მოძრაობით წაისვით. ასე მოიშორებთ არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს, არამედ გაუხეშებულ მკვდარ უჯრედებს. ფეხზე სასიამოვნო სურნელის მქონე ნაზი კანი გექნებათ.რეკომენდებულია, ნარევი კვირაში 2–ჯერ გამოიყენოთ.
  3. სუნი ინტიმურ ზონაში – ინტიმურ ზონაში სისუფთავის დაცვა ძალიან მარტივია. უბრალოდ ნატრიუმის ბიკარბონატი გამოიყენეთ. შხაპის მიღების დროს საკვები სოდით და წყლით პასტა გააკეთეთ და ინტიმურ ზონაში წაისვით. ასე ბაქტერიებს და სუნს გააქრობთ. ამასთან ინტიმური ზონის ph დონე არ შეიცვლება.
  4. თმის უსიამოვნო სუნი – თმას კარგი სუნი რომ ჰქონდეს, კვირაში ერთხელ უალკოჰოლო პარფიუმი იპკურეთ. თუ სწორი თმა გაქვთ, სუნამო სავარცხელს შეასხურეთ და ამით თმა დაივარცხნეთ. ასე თმას ყოველთვის კარგი სუნი ექნება. თუ ხვეული თმა გაქვთ და ვერ ივარცხნით, თმის შრატი და უალკოჰოლო პარფიუმი აურიეთ და თმაზე წაისვით. კარგი სუნი მთელი კვირა გაგრძელდება!გახსოვდეთ, რომ პარფიუმი უალკოჰოლო უნდა იყოს. ალკოჰოლი თმას აშრობს და მტვრევადს ხდის.
  5. ფეხსაცმლის სუნი – ტერფებზე ცოტა სიმინდის სახამებელი წაისვით. შედეგად, ოფლიანობას და უსიამოვნო სუნს თავიდან აიცილებთ. თქვენს ფეხსაცმელს, წინდებს და ტერფებს უსიამოვნო სუნი არ შეაწუხებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს