სოკოვანი დაავადება ფრჩხილს გარეგნულად ცვლის, ასევე ტკივილს იწვევს და უფრო მგრძნობიარეს ხდის. Vivien გიამბობთ, თუ რა სიმპტომები ახლავს ფრჩხილზე სოკოს და როგორ ვიმკურნალოთ.
ფრჩხილზე სოკოს სიმპტომები:
- ფერი. ფრჩხილები ყვითლდება ან ყავისფერდება. ასევე შეიძლება პატარა წითელი ან თეთრი ლაქა გაჩნდეს.
- ზედაპირის გარეგნობა. ზედაპირზე შეიძლება გაჩნდეს ღარები, მცირე დეფორმაცია ან ორმოები.
- ნარჩენების დაგროვება. კალცინოზური თეთრი მასალა შეიძლება ფრჩხილების ქვეშ დაგროვდეს, რაც კანიდან ფრჩხილების დაშორებას იწვევს. ეს კი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს.
- ფრჩხილების გასქელება. ხშირად გვხდება სოკოვანი ინფექცია, რომელიც ფრჩხილების გასქელებას იწვევს. შედეგად, ფრჩხილი შეიძლება მტვრევადი გახდეს.
როგორ ავიცილოთ ფრჩხილების პრობლემები
ხელების მოვლა პროფილაქტიკის და მკურნალობის საუკეთესო მეთოდია.
- ფრჩხილები ყოველთვის დაიმოკლეთ.
- ფრჩხილის კუთხეები ყოველთვის გაიქლიბეთ.
- სახლის დალაგების და წმენდის დროს ხელთათმანები გამოიყენეთ.
- ფრჩხილები და კუტიკულა ყოველდღე დაიტენიანეთ, განსაკუთრებით წყლით და საპნით დაბანის შემდეგ.
- კომფორტული ფეხსაცმელი ატარეთ, რომელშიც თითები თავს კარგად იგრძნობს.
ფრჩხილებზე სოკოს მკურნალობა
ფრჩხილები ნელა იზრდება, ამიტომ გაუმჯობესების დასანახად დროა საჭირო.
- ფრჩხილების აბაზანა – თბილ წყალს დაუმატეთ ზეთი, შვრიის ფაფა (წვრილად დაქუცმაცებული შვრია), მაგნიუმის სულფატი ან ზღვის მარილი და მასში თითები ჩააწყვეთ. შედეგად, მშრალ კანს მოიშორებთ, ქავილს და წვას შეამცირებთ. ფრთხილად იყავით: ცხელმა წყალმა შეიძლება კანის მდგომარეობა გააუარესოს. სჯობს თბილი წყალი 15 წუთით გამოიყენოთ, შემდეგ კანსა და ფრჩხილებზე ზეთი წაისვათ.
- დამატენიანებელი კრემი – სოკო კანის სიმშრალეს იწვევს, შედეგად შეიძლება ქავილი და წვა გამოიწვიოს, რაც კანის მდგომარეობას აუარესებს. ამ უსიამოვნო სიმპტომების თავიდან ასაცილებლად კანი ყოველთვის დატენიანებული უნდა გქონდეთ. რეკომენდებულია შინაურული კრემი ქოქოსის ზეთით.
- კაიენის წიწაკა – Discovery Health–ის თანახმად, წიწაკაში შემავალი კაპსაიცინი ტკივილს და ქავილს ამცირებს, ნერვების მგრძნობელობას ბლოკავს.დამტკიცებულია, რომ კაპსაიცინი არა მხოლოდ კანს ამშვიდებს, არამედ სოკოს და ფსორიაზს აქრობს. ცოტა დაფქული წიწაკა თქვენს კრემს დაუმატეთ. ერთკვირიანი გამოყენების შემდეგ ეფექტს დაინახავთ. სჯობს ხელები თვალებსა და ცხვირს მოაშოროთ, რომ წვა თავიდან აიცილოთ. ეს ძალიან ეფექტური მეთოდია ფრჩხილებზე ფსორიაზის სამკურნალოდ.
- ვაშლის ძმარი – ვაშლის ძმარი გამოიყენება, როგორც სადეზინფექციო საშუალება. ფრჩხილების აბაზანებს ვაშლის ძმარი დაუმატეთ, რომ კანის და ფრჩხილების მკურნალობა დააჩქაროთ. ძმრის კომპრესები კანის და ფრჩხილების დაზიანებულ ადგილებზე დაიდე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს