მუცლის შებერილობის 8 მიზეზი და ნატურალური მეთოდები მის გასაქრობად

2230

მუცლის შებერილობა ძალიან უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც დიდ დისკომფორტს იწვევს. სწორედ ამიტომ, სჯობს პრობლემის პრევენციაზე იზრუნოთ.

შებერილობა – საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გაზების ჭარბი რაოდენობაა, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას იწვევს, მაგალითად:

  • ორგანიზმში სითხის დაგროვება, ანუ შეშუპება;
  • მეტეორიზმი, ასევე ბოყინი;
  • მუცელში ბუყბუყი;
  • შებერილობა, ასევე გამაგრებული მუცელი;
  • ამ ყველაფერს ტკივილი ახლავს;

უმეტეს შემთხვევაში მუცლის შებერილობასთან დაკავშირებული დისკომფორტი დაწყებიდან რამდენიმე საათში ქრება, მაგრამ თუ მდგომარეობა ხშირად მეორდება, ყურადღება უნდა მიაქციოთ.

Vivien გიამბობთ, თუ რა იწვევს მუცლის შებერილობას, როგორ მოაგვაროთ პრობლემა ბუნებრივი გზით ცხოვრების წესში მარტივი ჩვევების დამატებით.

მუცლის შებერილობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

  1. გაზიანი სასმელები.
  2. პროდუქტები, რომელთა მოსანელებლად დიდი დროა საჭიროა.
  3. არასაკმარისი წყალი. გაუწყლოება მთელი ორგანიზმის მუშაობას აუარესებს, რაც პირველ რიგში, მუცლის შებერილობას იწვევს.
  4. რძის პროდუქტები. სხვათა შორის, ადამიანების უმეტესობას ლაქტოზას აუტანლობა აქვს, მაგრამ ამაზე ეჭვიც არ ეპარება. სწორედ ამიტომ, რძის პროდუქტების მიღებამ შეიძლება მუცლის შებერილობა გამოიწვიოს.
  5. ბევრის ან ძალიან სწრაფად ჭამა. ბევრი ჭამით კუჭი იწელება, რაც გაზების დაგროვებას იწვევს, რადგან საკვებს გადასამუშავებლად ბევრი დრო სჭირდება.
  6. ჰაერის გადაყლაპვა.
  7. ხელოვნური დამტკბობლები.
  8. გარკვეული მედიკამენტები.
  9. სტრესი და შფოთვა.

მუცლის შებერილობას ბუნებრივად რომ ებრძოლოთ, შემდეგი პროდუქტების მიღება გაზარდეთ:

  • იოგურტი, ასევე პრობიოტიკებით მდიდარი სხვა პროდუქტი
  • შვრია (უჯრედისით მდიდარი საკვები)
  • ბანანი (კალიუმით მდიდარი პროდუქტები)
  • ლიმონიანი წყალი
  • ვაშლის ძმარი
  • კოჭა
  • პაპაია, ასევე ავოკადო
  • საზამთრო
  • სატაცური
  • ანანასი
  • ბალახების ჩაი

ეს ყველაზე სასარგებლო პროდუქტებია მუცლის შებერილობასთან საბრძოლველად.

გახსოვდეთ, ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს