ითვლება, რომ ანთება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის ძირითადი მიზეზია! მას შეუძლია ბევრი პრობლემის გამოწვევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ლიმფურ სითხეს და ლიმფურ კვანძებს.
ლიმფური კვანძების ანთება ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ჩვეულებრივ იწვევს ბევრი ფაქტორი, მათ შორის ინფექციები, ასევე ორგანიზმის დაცვის დაბალი დონე.
როცა ორგანიზმის დაცვა მცირდება, ლიმფური სითხე გროვდება და ამან შეიძლება ანთება გამოიწვიოს. ლიმფური კვანძების ანთებას შეშუპება და ტკივილი ახლავს.
ლიმფური სისტემა ერთგვარი ქსელია, რომელიც მთელ ორგანიზმშია გავრცელებული, მაგალითად, სისხლძარღვებში.
ის ლიმფური სითხისა და კვანძებისგან შედგება. მისი მთავარი ამოცანაა იმუნური სისტემის დაცვა, ამით ორგანიზმის გაძლიერება, მავნე ნივთიერებების, მაგალითად, ტოქსინების გაქრობა.
Vivien გიამბობთ ლიმფური კვანძების ანთების მიზეზებზე, სიმპტომებსა და პრევენციის მეთოდებზე.
ლიმფური კვანძების ანთების ძირითადი მიზეზები:
- გრიპის, ასევე სურდოს შემდეგ იმუნური სისტემა სუსტდება.
- პირის ღრუს ანთება, ასევე პირში წყლულები შეიძლება ლიმფური კვანძების ანთების მიზეზი გახდეს.
- ტუბერკულოზი ან ტონზილიტი – დაავადებები, რომლებიც ლიმფური კვანძების შეშუპებას იწვევენ.
- რევმატოიდული ართრიტი.
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი ლიმფური კვანძების ანთებას იწვევს.
- ლეიკემია.
ლიმფური სისტემის ანთების სიმპტომები:
- საზარდულში, იღლიებში ან იდაყვში სიმრგვალე (შეშუპება).
- ციებცხელება ან ღამით ოფლიანობა.
- მტკივნეული შეგრძნებები.
სამწუხაროდ, ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს, რომელიც ლიმფური სისტემის ანთებას 100%–ით თავიდან აგაცილებთ.
მარტივი რეკომენდაციები იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და პრობლემის პრევენციისთვის:
- C ვიტამინი: ყოველდღიურ რაციონში ჩართეთ ბევრი ციტრუსი, ნატურალური წვენი, ხილი და ა.შ.
- E ვიტამინი რეგულარულად მიიღეთ: გვხდება მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, კაკალში, შვრიაში, ხორბალში და ა.შ.
- თუთიის, რკინის და სელენის დონეს ყურადღება მიაქციეთ. ამ ნივთიერებებს შეიცავს ზეითუნის ზეთი, მჭლე ხორცი, პარკოსნები, ორაგული, გოგრა და ა.შ.
და კიდევ, სტრესს თავი აარიდეთ. გახსოვდეთ, რომ სტრესის და შფოთვის მაღალი დონე იმუნურ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.