სახსრების ანთება და ტკივილი: 12 უძლიერესი საშუალება მაქსიმალური შედეგებით

991

Vivien გთავაზობთ ნატურალურ საშუალებებს, რომელთა დახმარებით სახსრების ტკივილს სწრაფად და ეფექტურად მოიშორებთ.

  1. კურკუმა და კოჭა – კურკუმა შეიცავს კურკუმინს, რომელიც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებაა. ცნობილია, რომ კოჭა ბევრ სამკურნალო თვისებას ფლობს, მათ შორის ანთების ჩახშობის უნარს, რაც სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად ეფექტურ საშუალებად აქცევს. უბრალოდ თქვენს სასმელს და კერძებს დაუმატეთ, ასევე კომპრესის სახით გამოიყენეთ.
  2. მაგნიუმის სულფატი – მაგნიუმი მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც ადამიანს ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში ეხმარება, განსაკუთრებით, სახსრების ქსოვილების და ძვლების აღდგენასა და შეხორცებაში. მაგნიუმის სულფატი სახსრების, ასევე კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად ძალიან ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა. გამოიყენება აბაზანების სახით ან შესაზელად.
  3. პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთი – სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად ყოველდღე დაახლოებით 2 ს/კ ზეითუნის ზეთი მოიხმარეთ. შედეგად, იგი 2 ანთებითი ფერმენტის (COX-1 და COX-2) აქტივობას თრგუნავს.
  4. ბაბუაწვერას ფოთლები – ბაბუაწვერას ფოთლები A და C ვიტამინების შესანიშნავი წყაროა, რომლებიც ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილების აღდგენას ხელს უწყობენ. ყოველდღე ფინჯანი ჩაი ბაბუაწვერას ფოთლებით დალიეთ, რომ დაზიანებული სახსრების აღდგენა დააჩქაროთ და ანთება მოიშოროთ.
  5. კაპსაიცინი – ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გამოყენებული ბუნებრივი საშუალება ტკივილის სწრაფად გასაქრობად. მცენარეულ ზეთს დაუმატეთ და სახსრებში, ასევე წელზე შეიზილეთ.
  6. ევკალიპტის ზეთი – ევკალიპტის ზეთი კიდევ ერთი ძალიან პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომელიც თანამედროვე კომერციულ პროდუქტებში გამოიყენება. მზა ნატურალური ევკალიპტის მალამო შეიძინეთ ან თავად მოამზადეთ.
  7. ყურძნის წვენი – მეცნიერებმა სამედიცინო კვლევების შედეგად წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ პექტინი დაზიანებული სინოვიარული მემბრანის ელასტიურობას და სითხეს აღადგენს. სინოვიალური მემბრანები სახსრების ქსოვილების შიდა ბალიშებია, რაც მოძრაობას ხელს უწყობს. თუ ადამიანი ყურძნის წვენის სახით ბევრ თხევად პექტინს სვამს, შედეგს სწრაფად იღებს.
  8. ოროვანდის ფესვი – ოროვანდის ფესვი სავსეა ცხიმოვანი მჟავებით, სტეროლებით, ასევე ტანინებით. ჩაის სახით მისი მიღება ანთებას და ტკივილს ამცირებს.
  9. ჭინჭარი – ჭინჭარი შეიცავს ბევრ მკვებავ ნივთიერებას , მათ შორისაა ცილები, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, მაგნიუმი, ბეტა კაროტინი, ასევე A, C, D და B ვიტამინები.შედეგად, ჭინჭარი ტკივილს ამცირებს, ძვლებს ამაგრებს და სახსრების ანთებას ამცირებს. მაისში შეგროვებული ჭინჭარი განსაკუთრებით ეფექტურია.
  10. ძირტკბილა – ძირტკბილას ფესვებში შემავალი მთავარი ორგანული ნაერთი, გლიცირიზინი, მას ტკბილ გემოს ანიჭებს. ასევე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ანთებითი ფერმენტების აქტივობას თრგუნავს. შედეგად, სახსრების ტკივილს აქრობს. რეკომენდებულია ჩაის, ასევე კომპრესის სახით.
  11. უნკარია – ბაშკირეთის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ უნკარია სახსრების ტკივილის შესამცირებლად ძალიან ეფექტურია. უნკარიათი მსუბუქი ჩაი მოამზადეთ და 100–100 მლ დღეში 2–ჯერ დალიეთ.
  12. გვირილა – გვირილა ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებების გამო ძლიერ ფასობს. გვირილას ჩაი სახსრების ტკივილის დროს ძალიან ეფექტურია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს