ყავა თმისთვის: შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით

1842

თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც დილით გასაღვიძებლად და დღის დასაწყებად ფინჯანი ყავა სჭირდება? იცით თუ არა, რომ სტიმული თქვენს თმასაც სჭირდება, რომლის მოცემა მხოლოდ ყავას შეუძლია.

Vivien გიამბობთ, თუ რა უპირატესობა აქვს ფინჯან ყავას თქვენი თმისთვის. ასევე გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომლის დახმარებით ამ შესანიშნავ ინგრედიენტს თმის მოვლის რუტინაში ჩართავთ.

ყავა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

არც ერთ ქალს არ უყვარს თმის დაკარგვა, ეს მათ თავდაჯერებულობაზე გავლენას ახდენს. ყავაში შემავალი კოფეინი თმისთვის შესანიშნავი ინგრედიენტია. ყავის აქტიური ინგრედიენტები თმის ძირებში დიდ მასტიმულირებელ აქტივობას ახდენს.

ყავა თმის ძირებს სტიმულირებს, მათ სტრუქტურას და ზრდას აუმჯობესებს. კოფეინი თმის ზრდას აღადგენს და/ან ცვენას აფერხებს.

ყავის წყალობით დამჯერ თმას მიიღებთ

ყავის პროცედურები თმას უფრო გამძლეს და გლუვს გახდის, დავარცხნას გაამარტივებს და ბუნებრივ ბზინვარებას მიანიჭებს.

კაპილარული კოფეინის ნიღაბი

ყავა შეგიძლიათ თმის ნიღბად გამოიყენოთ. 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 2 ჩ/კ ყავის ფხვნილი აურიეთ. რბილი პასტა გააკეთეთ, შემდეგ თავის კანსა და თმაზე წაისვით. ნახევარი საათით გაიჩერეთ, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

ყავა, როგორც ნატურალური თმის სავლები

ნატურალური ყავა თმის ტექსტურას და ფერს აუმჯობესებს. ყავა ჩვეულებრივ მოამზადეთ, გააგრილეთ და დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ. შედეგად, თმა აბრეშუმივით გლუვი გახდება და თმის ცვენა შეწყდება.

კოფეინის ზეთი

კოფეინის ზეთი სკალპში სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს და თმის ძირებს სტიმულირებს. ზეთში შემავალი ფიტოსტეროლები სითხის შთანთქვას და შეკავებას ხელს უწყობს. 2 ჩ/კ ნებისმიერი მცენარეული ზეთი ქვაბში ჩაასხით და ნახევარი ფინჯანი შემწვარი ყავის მარცვლები დაუმატეთ. რაც უფრო მუქია მარცვალი, მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ.

ორთქლის აბანოზე 5-8 საათით აცხელეთ, საათში ერთხელ აურიეთ. ცეცხლიდან გადმოდგით, გააგრილეთ და გადაწურეთ. ნარევი გრილ, ბნელ ადგილას გააჩერეთ. ზეთი სკალპზე წაისვით ან შამპუნს დაუმატეთ.

ყავა, როგორც თმის კონდიციონერი

თავი შამპუნით კარგად დაიბანეთ, ზედმეტი სითხე ნაზად მოიშორეთ. გაწურული ცივი ყავა თმაზე გადაივლეთ. 5 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თმაზე ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყალი გადაივლეთ.

ნატურალური თმის საღებავი

ყავაში შემავალი კოფეინი თმას ბუნებრივად ღებავს. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ნატურალურ თმის საღებავად გამოიყენოთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ შავი ან ძალიან მუქი ფერის თმა გაქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს